აზერბაიჯანული მხარე: სომხეთი მხითარიანს პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებს - მას კენედიზე მეტად დავიცავდით

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ "არსენალის" ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს უსაფრთხოების ყველანაირი გარანტია მისცა, მან ბაქოში ჩასვლაზე და ევროპა ლიგის ფინალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"სომხეთი სომხური წარმოშობის ფეხბურთელს თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებს. გასაოცარი და სასაცილოა, რომ მონოეთნიკური სომხეთი, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აზერბაიჯანს რასიზმში ადანაშაულებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტმა როვშან ასკეროვმა Sport24.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ მხითარიანი "მეთოფეთა" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არაა, ძალით ბაქოში ვერ ჩაიყვანენ, "არსენალმა" ამის გამო ერთი ამბავი
ატეხა, თამაში იმდენად საინტერესო იქნება, რომ მისი არყოფნა არავის არ გაახსენდება, მით უმეტეს, თუ "მეთოფეებმა" გაიმარჯვეს და მხითარიანს ბაქოში ჩასვლის შემთხვევაში კენედიზე მეტად დაიცავდნენ, რადგან ეს მათი ქვეყნის პრესტიჟის საქმეა.

ევროპა ლიგის ფინალი "არსენალსა" და "ჩელსის" შორის ბაქოში 29 მაისს ჩატარდება.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ამაზე კარგი შანსი როდის მიეცემეა ამ გენრიხას, ბაქოში რაიხსტაგზე დროშას ვერ აღმართავს და ევროპა ლიგის თასის აწევაზეც უარს ამბობს!!!
musenbezi
18:18 24-05-2019
2
კენედიზე უკეთესად დავიცავდითო და კენედი მოკლეს, ესე იგი ბაქოში დაჭრიდნენ?
Status quo
16:45 24-05-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული