29 მაისს, ბაქოში ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსი" "არსენალს" შეხვდება, დღეს კი ვარჯიშზე ინციდენტი მოხდა.
მცველ დავიდ ლუისსა და თავდამსხმელ გონსალო იგუაინს ვარჯიშზე კონფლიქტი მოუვიდათ. ამან გუნდის მწვრთნელი მაურიციო სარი გააღიზიანა, კეპი მოისროლა და გასახდელში გავიდა.
სარის დაძაბული ურთიერთობა აქვს დავიდ ლუისთან და ძალიან განერვიულებულია იმის გამო, რომ ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ შეიძლება "მეთოფეებთან" ვერ ითამაშოს.
შეგახსენებთ, ინგლისის თასის ფინალში, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრისას მეკარე კეპა არისაბალაგა სარის არ დაემორჩილა და შეცვლაზე უარი უთხრა.