"სკუდეტო? - რატომაც არა" - "ლაციო" ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში „ლაციომ“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 4:0 დაამარცხა, 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ნაპოლის" 13 ქულით ჩამორჩება. ნამატჩევს სკუდეტოს შანსებზე კომენტარი რომაული გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ და ნახევარმცველმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გააკეთეს.

მაურიციო სარი: "ჩვენ არ შეგვიძლია სკუდეტოზე ვიფიქროთ, მხოლოდ ოცნების უფლება გვაქვს. ახლა მთავარი შემდეგ შეხვედრაზე ფოკუსირებაა. შორს მიმავალ გეგმებზე არ უნდა ვიფიქროთ, საჭიროა თამაშიდან თამაშამდე ვიაროთ და ეს ადრენალინი შევინარჩუნოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად გვაკლია.

ალბათ, რაც აქ ვმუშაობ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ცოტა ხნის წინ
ფეხბურთელებმა გუნდისთვის თავის შეწირვის სურვილი გამოთქვეს, რამაც გამაკვირვა. თუ ჩვენზე უფრო სუსტ გუნდებთან ქულების დაკარგვის სულელურ ჩვევას მოვიშლით, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებთ".

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი: "შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა მიწაზე უნდა დავეშვათ და წინ ვიაროთ. თუ ასევე გავაგრძელებთ, როგორც ბოლო სამ შეხვედრაში, შეგვიძლია ძალიან მაღლა აღმოვჩნდეთ. სამწუხაროდ, არის მომენტები, როცა დაბლა ვეცემით და ეს უნდა აღმოვფხვრათ. სკუდეტო? რატომაც არა - თუ ჩემპიონთან ასე ვითამაშეთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თხა რომ გაძღება, მგლის მოტ . . . . ს მოინდომებსო !
დ.დ.
21:45 25-01-2023
2
თქვენზე ძლიერი კონკურენტი არ ყოლოდეს ნაპოლის არცერთ ტურნირზე. )))
მეგრელი
21:25 25-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული