"ჩელსისთან" წაგებული ევროპა ლიგის ფინალი (1:4) "არსენალის" 37 წლის მეკარემ, პეტრ ჩეხმა ასე შეაფასა:
"საკუთარი თავით და ჩემი დღევანდელი თამაშით ამაყი ვარ, რადგან როდესაც კარიერის უკანასკნელ მატჩს ფინალში ატარებ, ყოველთვის დიდი ზეწოლა და ბევრი ჭორია.
ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთე. უკან სინანულის გარეშე შემიძლია მოვიხედო. მთელი წელი თავჩაუხრელად ვიშრომეთ და ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ეს გუნდი ამას არ იმსახურებდა.
ხელცარიელნი დავრჩით, მაგრამ შემიძლია ყველა დაგარწმუნოთ, რომ ეს მომავალ სეზონში გაგვაძლიერებს.
მომავალი? ვთქვი, რომ კარიერის ტიტულის მოგებით დასრულება მსურდა. 30 ივნისამდე "არსენალის" ფეხბურთელი ვარ".