ევროპა ლიგა. ფინალი: "არისტოკრატიის" არამოკრძალებული ხიბლი ბაქოში - "ჩელსიმ" "არსენალი" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსიმ" "არსენალი" 4:1 დაამარცხა და მეორედ მოიგო ეს ტურნირი.

პირველ ტაიმში უფრო მეტი სახიფათო მომენტი "არსენალმა" შექმნა, თუმცა შესვენების წინ "ჩელსი" გააქტიურდა, მაგრამ გოლი ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ თამაში გამოცოცხლდა და გოლებიც გავიდა:

ჟირუმ თავურით გახსნა ანგარიში, მერე პედრომ მეორედ დაამწუხრა ჩეხი, ცოტა ხანში კი საჯარიმოში ჟირუ წააქციეს და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი აზარმა მოიყვანა სისრულეში - 3:0.

68-ე წუთზე შეცვლაზე "მეთოფეთა" ნახევარმცველი ივობი შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით ანგარიში შეამცირა, თუმცა
აზარმა ჟირუს პასით მალევე დუბლი შეასრულა.

სარის გუნდი კი შეტევებს აგრძელებდა და ჩეხმა აზარსა და ვილიანს არ დაანება ანგარიშის დამრგვალება.

ბოლოს ემერის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, ლაკაზეტმა და უილოკმა გააცუდეს მომენტები. ეგ იყო და ეგ. "ჩელსიმ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

* * *
ორი ინგლისური გუნდის დაპირისპირებაში სასტარტოში ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი იყო - მეიტლენდ-ნაილსი.

სასტარტო შემადგენლობებში 15 ეროვნების ფეხბურთელი იყო, რაც ევროტურნირების ფინალების რეკორდის გამეორებაა.

ჩეხი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირების ფინალში ერთ ინგლისურ გუნდში და შემდეგ მის წინააღმდეგ ითამაშა.

ჟირუ 13 მატჩში 11 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 10-10 გოლი ლუკა იოვიჩმა (აინტრახტი) და ვისამ ბენ-იედერმა (სევილია) გაიტანეს.

60 წლის სარიმ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. აქამდე მან "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ადგილზე და თასის ფინალში გაიყვანა.

"ჩელსი" ბოლო 11 წელიწადში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროტურნირი დაუმარცხებლად მოიგო.

აზარმა სეზონში 21 გოლი გაიტანა და "ჩელსიში" თავისი რეკორდი გააუმჯობესა.

პედრო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალებში, აგრეთვე, უეფას სუპერთასზე გაიტანა.

ბაქო. "ოლიმპია". 51 370 მაყურებელი
ჩელსი - არსენალი 4:1
გოლები: 1:0 ჟირუ (50), 2:0 პედრო (61), 3:0 აზარი (66, პენ), 3:1 ივობი (69), 4:1 აზარი (72)

ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუისი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 76), აზარი (ძაპაკოსტა 88), ჟირუ, პედრო (ვილიანი 71)

არსენალი: ჩეხი, სოკრატისი, კოსიელნი, მონრეალი (გენდუზი 68), მეიტლენდ-ნაილსი, ტორეირა (ივობი 67), ჯაკა, კოლაშინაცი, იოზილი (უილოკი 77), ობამეიანგი, ლაკაზეტი

altედენ აზარი: დიახ, ვფიქრობ, ეს დამშვიდობებაა

altსესკ ფაბრეგასი: ედენ აზარის წასვლა პრემიერლიგის ყველა ფანს დაამწუხრებს

altუნაი ემერი: "ჩელსიმ" გამარჯვება დაიმსახურა

altმაურიციო სარი: ამ გამარჯვებას "ნაპოლის" ტიფოზებს ვუძღვნი

altმაურიციო სარი: ამ გამარჯვებას "ნაპოლის" ტიფოზებს ვუძღვნი

altპეტრ ჩეხი: ვამაყობ კარიერაში ჩატარებული ბოლო მატჩით

altარასაფეხბურთო გარემო ბაქოში - გარი ლინეკერს თავი სახლში ეგონა

მკითხველის კომენტარები / 9 /
აზარი... გული მწყდება რომ რეალში მიდის....
0
ყოველ განახლებაზე ვის გაუგია ამდენი რეკლამა. ასე ნეგატივს უფრო მეტს მიიღებთ! ზომიერად ცოტა!
ლევანი
12:42 30-05-2019
0

სიახლეები პოპულარული