ტორუპი "რომასთან" ნამატჩევს: მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენთვის სამყარო შეიცვლებოდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "გენტი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "რომასთან". გიორგი ჩაკვეტაძემ 16 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენთვის სამყარო შეიცვლებოდა. წაგება სამწუხაროა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მომავალ კვირაში "რომას" ვუმასპინძლებთ.

მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეტოქეზე ზეწოლა განვახორციელეთ და მომენტებიც შევქმენით. სამწუხაროდ, საპასუხო გოლის გატანა ვერ შევძელით.

ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩვენს სტილში ვიასპარეზეთ, მაგრამ შეცდომებს ვუშვებთ, რომელთა გამო დაუნდობლად გვსჯიან. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომები
ფატალურია. თუმცა ჩვენი რეაქცია მაკმაყოფილებს".

"გენტი" "რომას" განმეორებით მატჩში 27 თებერვალს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვე ზაფხულისთვის შევა ფორმაში
Lasha
15:55 22-02-2020
0
ყველაფერს თავი რო დავანებოთ,ერთი ცვლილება როცა გუნდი აგებს ალბათ მარტო ტორუპს შეუძლია.ტანის მიტრიალება რო ეზარება ისეთი ფეხბურთელი რა ფეხებად უნდა ძირითადში.მეტოქის საჯარიმოში კაცი მარტო ჩაკვემ მოატყუა თუ არ ვცდები.ტორუპმა რომ ათამაშა ის ფეხბურთი არი ქუჩის დონე.როცა გაურკვეველი მიზეზით არ ათამშებ ქართველებს,ანუ შენ არ იცი ეს საქმე და ყანა უნდა თოხნო ჩემო ძმაო
Picaso
15:21 21-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული