"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა აღიარა, რომ "ბრიუგესთან" გამართული მატჩით კმაყოფილია.
"ეს მატჩი არ იყო მარტივ პირობებში. ბურთი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. კარგია, რომ გასვლაზე გოლის გატანა მოვახერხეთ. ინდივიდუალური თვალსაზრისით, მშვენიერი გოლი იყო. კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ მეტი შეგვიძლია", - ციტირებს სოლსკიაერს BBC.
შეგახსენებთ, ანგარიში მე-15 წუთზე "ბრიუგეს" ფეხბურთელმა ემანუელ ბონავენტურემ გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე კი წონასწორობა ანტონი მარსიალმა აღადგინა. განმეორებითი შეხვედრა 27 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება.