"შახტარის" თავდამსხმელი დანილ სიკანი დღეს დილით "ტრაპზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში ჩავიდა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ნაკრების ფორვარდს ტრაპიზონული კლუბი 6 მილიონ ევროდ შეიძენს. "შახტარი აგრეთვე ბონუსებს და შემდგომი გაყიდვიდან პროცენტებს მიიღებს.
"ტრაპზონსპორი" "მეშახტეთა" კიდევ სამი ფეხბურთელის - ირაკლი აზაროვის, დენის პოპოვის და ალეკსანდრ ზუბკოვის შეძენას აპირებს. თურქული გუნდის მწვრთნელი შენოლ გიუნეში დარწმუნებულია, რომ მათი ტრანსფერების განსახორციელებლად არავითარი პრობლემა არ ექნებათ.
აზაროვის 2022 წელს "ტრაპზონსპორში" ბათუმის "დინამოდან" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბები ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.