ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით დაიწყო.

„შახტარმა“ „ბრესტს“ 2:0 სძლია. დონბასური გუნდის მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ირაკლი აზაროვი როგორც იქნა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა. „მეშახტეთა“ შეტევაში ძალიან სახიფათოდ მოქმედებდნენ ბრაზილიელები კევინი და ეგინალდო. კევინმა სწრაფი კონტრიერიშისას პირობითი მასპინძლები დააწინაურა. შემდეგ აზაროვმა ეგინალდო მეკარე მარკო ბიზოტთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. 37-ე წუთზე ირაკლი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ბიზოტმა წააქცია, გეორგი სუდაკოვმა კი პენალტით ანგარიში გაზარდა.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს
ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეიცვალა და „შახტარმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებელი იყო დაცვაში, იერიშებშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.7, flashscore 7.6, sofascore 7.5.

დონეცკურ გუნდს 7 ქულა აქვს, პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს და ტურნირზე დასკვნით მატჩს 30 იანვარს გასვლაზე „დორტმუნდთან“ ჩაატარებს.

„ლაიფციგმა“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგი“ 2:1 დაამარცხა.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
შახტარი - ბრესტი 2:0
გოლები: 1:0 კევინი (18), 2:0 სუდაკოვი (37, პენ)

ლაიფციგი. „რედ ბულ არენა“
ლაიფციგი - სპორტინგი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (19), 1:1 დოკერეში (75), 2:1 პოულსენი (78)

altაზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული