"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
რა ჩაწყობა! ვის ეკიდა! რამ გაგაბოროტათ! რა შინაგანი კომპლექსი გაქვთ ასეთი ქართულის სიყვარული და სიხარულის გაზიარების უნარი რო გაქვთ ჩაკლული!
ვულოცავ ლოკოს და წარმატებები მომავალში! მთავარია გრანდს ავცდეთ და ბრძოლა იქნება! ყოჩაღ ჭია!
ჩვენ ვართ ტორპედო
28 აგვისტო 2020 11:43
4
უფრო სუსტ გუნდებთან 0-2 5-11 და 3-0 რომ წავაგეთ თამ ჩემპიონატის ლიდერებმა რითი ახსნი,გჰეროდეს რომ ტოტალოზატორზე ყომარი არ ხდება ფეხბურთში შენი საქმეა, მაგრამ რეალობა სხვაა,ვნახოთ შემდეგ ეტაპზე რას იზამს ლოკომოტივ ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე
irakli81
28 აგვისტო 2020 13:19
7
კრაიოვას მეკარე კარებიდან გარბოდა მეორე გოლის დროს თუ მე მომეჩვენა ასე?))))
dinamo
27 აგვისტო 2020 23:31
3
ამ დროს სტუმრების მეკარეს, მაყურებელმა დაუძახა. უცხოელის, ჩურჩხელით უნდოდა გამასპინძლება.
გიორგი არ დაბლოკოთ.
28 აგვისტო 2020 00:39
1
კარგად დააკვირდით ლოკომოტივის გატანილ გოლებს და მიხვდებით რომ ჩაწყობილი თამაში იყო. განსაკუთრებით მეორე გოლის დროს ჩანს, როგორ სპეციალურად არ უშლის ხელს მცველი და მეკარეც სივრცეს უთმობს გოლის გასატანად. ამათ ვინ უნდა მოატყუონ, ამ ჭ კლასის მოთამაშეებმა. ხთფუი
ჰიჰი
28 აგვისტო 2020 00:59
44
ფეხბურთის თუ რამე გაგეგება ბრმაც დაინახავდა, რომ იმრანს მარცხნივ თავისუფალი თანაგუნდელი ყავდა და ამიტომ დამცველი მარჯვენა მხარეს უკეტავდა და თან საჯარიმოში შესვლასაც უშლიდა. რამხელა ფანტაზიის უნარი უნდა გაგაჩნდეს, რომ ლოკომოტივმა თამაში ჩააწყო რუმინელებთან და გავიდაო ეს მოგაფიქრდეს. სხვა რამეს ჩააწყობდნენ და წაგებაზე? ცოტაა? წითლები, გოლები, კუთხურები და რა მოთვლის. იყიდესო რომ იფიქრო საერთოდ გიჟი უნდა იყო, ვის უნდა ეყიდა? იცნობთ ეგეთს? მოკლედ ალალად მოიგეს და ბიჭები მწვრთნელის დავალების შესრულებას ბოლიმდე ცდილობდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. არ ველოდი და ძალიან გამეხარდა. გილოცავთ და გგულშემატკივრობთ.
emigranti
28 აგვისტო 2020 02:50
5
შენი ჯიში მოვიკითხე მე,საქართველო უელსის ხუთით ნულზეც ეგ ბაზარი იყო ლოთების მხრიდან უბანში რო გახარებული ავედი,თქვენ სანამ არ გადაშენდებით არ გვეშველება
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
28 აგვისტო 2020 01:15
8
ძაან დაუჯერებელია, რა ვიცი. გილოცავთ და წარმატებები. მეორე ტურში გამოჩნდება, რამდენად სენსაცია იყო!
რომანი
27 აგვისტო 2020 23:27
3
გილოცავთ. ერთი ნათელი წერტილი დღევანდელ სირცხვილში. პ.ს ფორმის ფერები შეცვალეთ რა. ძალიან უსიცოცხლო ფერის შორტები და გეტრებია.
იკა
27 აგვისტო 2020 23:13
0
ამ ტოტალიზატორშიკების ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.იმენნა გაბერილები აქთთ ტიპებს და აღარ იციან უკვე რა მოიგონონ....ვისაც გვჯერა გაგვატარეთ და ლოკოს წარმატებები!!!
კახა ქ.
28 აგვისტო 2020 12:01
5
საინტერესო ერი ვართ ყველა ხომ პრაფესორია ამ ქვეყანაში წააგებენ აგინებენ მოიგებენ დასცინიან. აბა რა ჩემი .... გინდათ?
დათო
28 აგვისტო 2020 07:19
2
ჭიაბერაშვილი არის ჭიაბერაშვილი! თამაში დაყენებული აქვს!
მწრთვნელი
28 აგვისტო 2020 00:40
3
კაია მოგება!!!! ასეა თუ ისე , ხომ მოვიგეთ!!!/ უბრალოდ ერთი გამაგებინაა ის მეორე გოლზე იმათი მცველი და მეკარე, რაზე ფიქრობდნენ ნეტა??? :D / მაგრამ ლოკომოტივი ყველაზე ნაკლები დამნაშავე იქნება თუკი იმათ მცველს რაღაცეებს დასწამებენ... გააატანინეეს და გაიტანა, გასატანი უნდა გაიტანო!!! :D
Vasili
28 აგვისტო 2020 01:43
1
ის რუმინული გუნდი ისეთი ბანდა იყო, რომ ვერც კი აღწერ. მუზიკანტები ჰყავდათ ფეხბურთელების მაგივრად.
...და მიცურავს გემი
27 აგვისტო 2020 23:15
7

სიახლეები პოპულარული