ქართველებს რთული მეტოქეები შეხვდათ - ევროპა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

AutoSharing Option
დღეს, 2 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და სხვა სიახლეებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეებიც გაირკვა.

A ჯგუფი: რომა, იანგ ბოისი, კლუჟი, ცსკა სოფია;

B ჯგუფი: არსენალი, ვენის რაპიდი, მიოლდე, დანდალკი;

C ჯგუფი: ლევერკუზენი, პრაღის სლავია, აპოელ ბეერ-შევა, ნიცა;

D ჯგუფი: ბენფიკა, ლიეჟის სტანდარტი, რეინჯერსი, პოზნანის ლეხი;

E ჯგუფი: პსვ ეინდჰოვენი, პაოკი, გრანადა, ომონია;

F ჯგუფი: ნაპოლი, რეალ სოსიედადი, აზ ალკმაარი, რიიეკა;

G ჯგუფი: ბრაგა, ლესტერი, აეკი, ზორია;

H ჯგუფი: სელტიკი, პრაღის სპარტა, მილანი, ლილი;

I ჯგუფი: ვილიარეალი, ყარაბაღი, თელ-ავივის მაკაბი, სივასპორი;

J ჯგუფი: ტოტენჰემი, ლუდოგორეცი, ლასკი, ანტვერპი;

K ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ზაგრების დინამო, ფეიენოორდი, ვოლფსბერგერი

L ჯგუფი: გენტი, ცრვენა ზვეზდა, ჰოფენჰაიმი, ლიბერეცი;

ნიკა ნინუას პაოკი ჯგუფში პსვ-სთან, "გრანადასა" და "ომონიასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

ნიკა კაჭარავას "ლეხი" "ბენფიკას", "სტანდარტისა" და გლაზგოს "რეინჯერსის" წინააღმდეგ ითამაშებს.

გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" მოსკოვის ცსკა-ს, ზაგრების "დინამოსა" და "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება.

გიორგი ჩაკვეტაძის "გენტიც" ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად "ცრვენა ზვეზდა", "ჰოფენჰაიმი" და "ლიბერეცი" ეყოლება.

ზაურ მახარაძის "ზორია" კი "ბრაგას", "ლესტერისა" და აეკ-ის წინააღმდეგ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმოიდგინეთ ისრაელს ყავს 2 გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფში, აი მანდ ვითარდება ფეხბურთი.
გოგა
19:42 02-10-2020
0
ქართველებს სამწუხაროდ არა, იმ გუნდებს სადაც ქართველები თამაშობენ...
ქართველები
16:34 02-10-2020
0

სიახლეები პოპულარული