დღეს, 2 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და სხვა სიახლეებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეებიც გაირკვა.
A ჯგუფი: რომა, იანგ ბოისი, კლუჟი, ცსკა სოფია;
B ჯგუფი: არსენალი, ვენის რაპიდი, მიოლდე, დანდალკი;
C ჯგუფი: ლევერკუზენი, პრაღის სლავია, აპოელ ბეერ-შევა, ნიცა;
D ჯგუფი: ბენფიკა, ლიეჟის სტანდარტი, რეინჯერსი, პოზნანის ლეხი;
E ჯგუფი: პსვ ეინდჰოვენი, პაოკი, გრანადა, ომონია;
F ჯგუფი: ნაპოლი, რეალ სოსიედადი, აზ ალკმაარი, რიიეკა;
G ჯგუფი: ბრაგა, ლესტერი, აეკი, ზორია;
H ჯგუფი: სელტიკი, პრაღის სპარტა, მილანი, ლილი;
J ჯგუფი: ტოტენჰემი, ლუდოგორეცი, ლასკი, ანტვერპი;
K ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ზაგრების დინამო, ფეიენოორდი, ვოლფსბერგერი
L ჯგუფი: გენტი, ცრვენა ზვეზდა, ჰოფენჰაიმი, ლიბერეცი;
ნიკა ნინუას პაოკი ჯგუფში პსვ-სთან, "გრანადასა" და "ომონიასთან" გაარკვევს ურთიერთობას.
ნიკა კაჭარავას "ლეხი" "ბენფიკას", "სტანდარტისა" და გლაზგოს "რეინჯერსის" წინააღმდეგ ითამაშებს.
გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" მოსკოვის ცსკა-ს, ზაგრების "დინამოსა" და "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება.
გიორგი ჩაკვეტაძის "გენტიც" ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად "ცრვენა ზვეზდა", "ჰოფენჰაიმი" და "ლიბერეცი" ეყოლება.
ზაურ მახარაძის "ზორია" კი "ბრაგას", "ლესტერისა" და აეკ-ის წინააღმდეგ ითამაშებს.