ფრანკფურტელებმა უეფას შეუკურთხეს (F**k UEFA) და ევროპა ლიგა მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტმა" "რეინჯერსი" პენალტების სერიაში დაამარცხა და 42 წლის შემდეგ ისევ მოიგო ევროტურნირი.

სევილიაში 150 ათასი გერმანელი და შოტლანდიელი გულშემატკივარი ჩავიდა და მატჩის დაწყებამდე მაგრადაც იჩხუბეს. "აინტრახტის" ფანებმა სტადიონზე უეფას ბანერები ჩამოგლიჯეს და მაისურებით ტრიბუნებზე წარწერა გამოსახეს: "F**k UEFA". მოედანზე კი უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. პირველ ტაიმში ფრანკფურტელები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

შესვენების შემდეგ ისევ "აინტრახტი" უტევდა, დაწინაურება კი არიბოს გოლით გლაზგოელებმა მოახერხეს, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა
და ტურნირზე პირველად გაიტანა. თუმცა მერე ბოდემ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მეკარე ტრაპმა დამატებით დროში ორჯერ გადაარჩინა ფრანკფურტელები, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც რამზის დარტყმული მოიგერია და "აინტრახტმა" 5:4 გაიმარჯვა.

გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზე გავიდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს (ისტორიაში პირველად) და 10 აგვისტოს უეფას სუპერთასზე "რეალსა" და "ლივერპულს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სევილია. "სანჩეს პისხუანი". 38 842 მაყურებელი
აინტრახტი - რეინჯერსი 1:1 (პენ. 5:4)
გოლები: 0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (69)

მკითხველის კომენტარები / 7 /
უყურებ ამ კადრებს ყოველი სეზონის ბოლოს და ცრემლები მომდის თუ ვეღირსები ჩემს სიცოცხლეში ქართული გუნდის ასეტ წარმატებას ნუთუ ჩვენი მომავალი თაობა ამ კადრების ნახვის მერე არ ფიქრობს რომ განიცადონ ასეთი რამე ..?
goga
19 მაისი 2022 11:46
3
თამაშს სულ 38 ათასი დესწროვო.. დანარჩენი, მინიმუმ 110 ათასი სად წავიდნენ საინტერესოა,სტადიონის მიმდებარე ტერიტორია რამდენჯერმე აჩვენეს გახსნილი კადრიდ და გულშემატკივართა განსაკუთრებული რაოდენობა არ ჩანდა..........
კაკო
19 მაისი 2022 09:26
4
აბა ქართველებს ჩამოგვეგლიჯა უეფას ბანერი,ეგრევე ველურების იარლიყს მოგვაკერებდნენ
მალხაზი
19 მაისი 2022 09:12
4
მერე ვინმემ თქვა, რომ ისინი კარგად მოიქცნენ, ან თავზე ხელი გადაუსვეს ყოჩაღ ბიჭეობო თქვენო?
გივი
19 მაისი 2022 13:05
0
პირველად რატომ? აინტრახტს ფინალი აქ წაგებული რეალთან
გიო
19 მაისი 2022 07:09
0
ბარსელონას გულშემატკივრებს საამაყოდ ექნებათ საქმე, ბოლო ბოლო თასის მფლობელთან გამოვარდნენ და არა რომელიღაც პროვინციის გუნდთან))
მამუკას
19 მაისი 2022 02:35
8
ღადაობა იქნება სუპერთასში რეალი თუ შეხვდა და მერე იმასაც მოუგო
nika
19 მაისი 2022 09:40
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული