ფეხბურთის მაკიაველი - რატომ არ გააძევეს პენალტების მოგერიების დიდოსტატი და დიდი პროვოკატორი?

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში "ლილს" პენალტების სერიაში სძლია და კვლავ გამოიჩინა თავი არგენტინის ნაკრების 31 წლის მეკარე ემილიანო მარტინესმა.

მარტინესი თერთმეტმეტრიანების მოგერიების ნამდვილი დიდოსტატია, ეს "საქმე" უყვარს და ეხერხება. ნაკრებსა და კლუბში ბოლო 5 სერიაში გამარჯვებული გამოვიდა - 2020 წელს "არსენალის" "ლივერპულთან" ინგლისის სუპერთასზე; შემდეგ, როდესაც 2021 წელს არგენტინამ კოლუმბიას ამერიკის თასზე მოუგო და აგრეთვე კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალში ნიდერლანდებთან და ფინალში საფრანგეთთან.

"ლილთან" შეხვედრაში ემილიანომ ყვითელი ბარათი 39-ე წუთზე მიიღო. პენალტების სერიისას გულშემატკივრების პროვოცირების გამო მსაჯმა ივან კრუჟლიაკმა
ისევ გააფრთხილა, მაგრამ ვერ გააძევა, რასაც მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ითხოვდა. 2020/21 წლების განახლებული წესების მიხედვით, პენალტების სერიაში ფეხბურთელის მიერ ძირითად დროში მიღებული ყვითელი ბარათი ანულირდება.

Sportall.Ge

ფრანგებს, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ მარტინესი, მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ, ის კი მათ ჟესტებით და ცეკვით პროვოცირებდა. მან ნაბილ ბენტალების და ბენჟამენ ანდრეს დარტყმული ბურთები მოიგერია, ტრიბუნისკენ მიტრიალდა და ირონიულად სიჩუმისკენ მოუწოდა.

საფეხბურთო ფსიქოლოგი გეირ ჟორდეტი არგენტინელის საქციელს განმარტავს: "ის გონებრივად თამაშობს, არაპროგნოზირებადად და გათვლით. ფეხბურთის მაკიაველია და სხვებს მიბაძვას და კონტრზომების მიღებას აიძულებს. მსოფლიოს ყველაზე მაღალ სცენაზე მისი პერფომანსის მერე საინტერესო იქნება ვნახოთ, ამ ასპექტში როგორ განვითარდება".

მეკარეებს თერთმეტმეტრიანების სერიისას მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის უფლება ოფიციალურად არ აქვთ და მათ წყობილებიდან გამოყვანას არ უნდა ეცადონ. ემილიანო ჯიუტად მაინც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას, თანაც წარმატებულად და ჯერჯერობით გასდის კიდეც. ამის ნიჭი და ფსიქოლოგია აშკარად გააჩნია და მოგვწონს თუ არა ეს, უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი უნარების მეკარე თანამედროვე ფეხბურთში სხვა არავინაა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
პაიჭაძის, ღოღობერიძის, ყიფიანის, ჩივაძის ქვეყანაში, ამ მაიმუნის მსგავსი არსების ქცევას რომ მომწონებლები ეყოლება, უკვე ტრაგედიაა.
კოლა
20 აპრილი 2024 15:54
5
კოლა! მაიმუნები შენსკენ მოიკითხე! შედარებებს კი შეეშვით. მაშინ ეგრე იყო, ეხლა სხვა დროა! მართლა არ შეაკიკინეთ, ამ ძველებმა?
საშა, კოლას!
20 აპრილი 2024 17:06
4
მატერაცის შემდეგ, ყველაზე გულისამრევი ფეხბურთელია.
ქუთაისელი
20 აპრილი 2024 11:16
10
დიდო მორალისტო! ნურც ატ**კებ რა?
ქუთაისელს
20 აპრილი 2024 17:16
5
რანაირი ხალხი ხართ კომენტარებში სულ ვიღაცის მორალს განიხილავთ იმან ის გააკეთა იმან ეს თქვა. ცოტა მეტი საკუთარ თავებსაც რომ მოსთხოვოთ არ იქნება ცუდი. სპორცმენს რატომ უყურებ კარგი ადამიანი რომ არის თუ კარგი სპორცმენი? UFС-ში ისეთი თრეშ თოქი მიდის და ერთმანეთზე დაჯმა რომ მეტი არ შეიძლება. სპორტში არ არის მაღალფარდოვანი სიტყვების და კულტურულად მოქცევის ადგილი ეგ თუ გინდათ გადაინაცვლეთ თეატრში და ოპერაში. 18-ში თურქეთთან ევროზე ნახავთ რა ჯოჯოხეთი იქნება ტრიბუნებზე და მოედანზეც გამოდით მერე და მოთხოვეთ ჩვენ ბიჭებს ზრდილობიანად და კულტურულად მოქცევა…
ზურიკო
20 აპრილი 2024 10:51
3
ღირსება და მორალი მუდმივი ადამიანური ღირებულებებია მეგობარო. რა სპორტში, რა ზოგადად ცხოვრებაში, უღირსად მოქცევა ერთნაირად მიუღებელია.
ვიცი, გაგიკვირდებათ და ძალისმიერი სპორტის სახეობებშიც კი ძალიან დაფასებულია ღირსეულად მოქცევა. თრეშ თოქი მიდის, დერთი თოქი, თუ ჰარდ თოქი, ღირსება და კაცობა ყველას მოუხდება.
მაგ მარტინესს ალბათ, ამაყად უდევს სახლში თაროზე თავისი სხეულის დანამატი ხელის მტევნის ბუტაფორია. :))
ზურიკო-ს
20 აპრილი 2024 15:36
2
მბაპესთან 1000% იანი მართალი იყო მარტინესი და ჩაი(გ)დეთ ენა. არგენტინას ლანძღავდა მბაპე ეს "არგენტინის რესპუბლიკა" მომაშორეთო ასე იძახდა, პსჟ დან უნდოდა არგენტინელების გაყრა. ხოდა ფინალში ხო შეხვდა "არგენტინის რესპუბლიკა", მოუგო? ვერ მოუგო, ხოდა მაგიტომაც იყო რო დაა@@ვა მარტინესმა დამარხა საერთოდ სამათლიანად
bidzia
20 აპრილი 2024 08:05
4
მაკიაველი სამშობლოს ინტერესებისთვის ამართლებდა ყველანაირი მეთოდის გამოყენებას. ანუ, თავისი ხალხის ინტერესებისთვის. და უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. არც მორალი აკლდა.
ეს მეცამეტე კვარტალში გაზრდილი მდაბიო კი, გენეტიკურად და აღზრდითაც არაკაცია და ფულის გულისთვის აკეთებს ამას.
იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ რაც მაგან იკადრა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მერე, თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის გააკეთა. თამაში უკვე მოგებული იყო და შესაბამისად, თავისი ქვეყნის წარმატებისთვის კი არ მოიქცა უკადრისად, მთელს მსოფლიოს მიაყენა შეურაცხყოფა თავისი ბილწი ჟესტით.
მრავალი წელია არგენტინას ვგულშემატკივრობ. ჯერ მარადონას, მერე მესის გამო. ეს არაკაცი სადაც ითამაშებს, იმ გუნდებს როგორღა უნდა ვუგულშემატკივრო იმის მერე.
თუ ვინმემ შეურაცხყოფა თუ არა, დისკომფორტი მაინც არ იგრძნო ამისი ქცევის ყურებისას კატარში, სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს.
ჯეჯე
20 აპრილი 2024 07:12
5
ვინ ვიზე უნდა ილოცოს არგენტინტინის ნაკრებში ეს არც ისე რთული გასარკვევია,მითუმეტეს თვით არგენტინელების (და არა მარტო) აზრს თუ გავითვალისწინებთ,რაც შეეხება მარტინესს,მეკარეს,მე მიმაჩნია,რომ თუ მეკარე რაღაცით ცოტა მაინც არაორდინალური არ არის ის ამისთვის არ გამოდგება,ასე,რომ ეს ბიჭი ამ ხასიათის გამოცაა მსოფლიო ჩემპიონი.
Sake
19 აპრილი 2024 22:23
4
ამის ატანა არ მაქვს. რაც არ უნდა ნაგარი მეკარე იყოს და სულ რომ ნ1 მეკარე გახდეს მომავალში არასდროს დავაფასებ და დარწმუნებული ვარ ასეა ძალიან ბევრი. იმიტომ რომ, შეიძლება კარგი მეკარეა, მაგრამ როგორც პიროვნება, ადამიანი არის0! საზიზღარი არსება იმედა, ადამიანსაც არ ვუწოდებ!
მურთო
19 აპრილი 2024 21:37
19
ვაიმე, რაღა ეშველება, ემილიანო მარტინესს, შენ თუ არ დააფასებ რა?
მურთოს.
19 აპრილი 2024 23:18
9
ჯამბაზები ბლომად არიან ფეხბურთში, მაგრამ ეს შედეგსაც დებს. მესიმ მეორე ფინალიც რომ არ წააგო და რომ ეღირსა ნანატრ ჩემპიონობას, ამ კაცზე უნდა ილოცოს დღე და ღამე.
ლაშა
19 აპრილი 2024 21:36
7
ჟორიკ, ვისზე უბნობ?
ორიკას
20 აპრილი 2024 18:30
0
ხო და კიდევ მსაჯებზე პენლებით რომ ეცადეს და მაინც ვერ გახადეს ბომბარდირი
ჟორა
20 აპრილი 2024 17:05
1
ყველა გამოხმაურება
ამას ყოფაქცევის გამო უნდა აუკრძალო თამაში
zura
19 აპრილი 2024 18:12
24
შენ რო იტყვი არა? შენ დაუკარ!
ზურას
20 აპრილი 2024 15:13
1

სიახლეები პოპულარული