ამ მატჩის შემდეგ შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია - 42 მოგება და 9 ფრე.
"ლევერკუზენის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
"მეტოქემ დღეს აშკარად გვაჯობა და ტიტულის მოგებაც დაიმსახურეს. როდესაც პირველი გოლი გავუშვით, კონცენტრაცია სრულად დავკარგეთ და შანსების შექმნა თითქმის ვერ მოვახერხეთ. ფაქტია, დღეს ჩვენი დღე არ იყო", - განაცხადა ალონსომ.
ლუკმანის ჰეთ-თრიკი - "ატალანტამ" აქამდე უძლეველ "ბაიერს" სძლია [VIDEO]