ევროპა ლიგის მეშვიდე ტურის დარჩენილი რვა მატჩი გაიმართა. „რიგასმა“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.7, flashscore 7.5, sofascore 7.2. ლუკა სილაგაძე სათადარიგო იყო. „რიგასი“ 5 ქულით 30-ე ადგილზეა, პლეი-ოფში ვერ გავა და ტურნირზე ბოლო შეხვედრას 31 იანვარს ჰამბურგში კიევის „დინამოსთან“ ჩაატარებს.
რიგა. „დაუგავა“
რიგასი - აიაქსი 1:0
გოლი: მარხიევი (78)
სხვა მატჩების შედეგები:
აინტრახტი - ფერენცვაროში 2:0
ელფსბორგი - ნიცა 1:0
ლაციო - სოსიედადი 3:1
ლუდოგორეცი - მიდტიულანდი 0:2
მანჩესტერი - რეინჯერსი 2:1
პაოკი - სლავია 2:0
უნიონი - ბრაგა 2:1
.ევროპა ლიგა. VII ტური: მიქაუტაძის ორი მომენტი და "ლიონის" ფრე "ფენერბაჰჩესთან"