თურქული გამოცემა: ჩეფერინმა თურქეთის ნაცვლად ევრო 2024-ის მასპინძლობის უფლება გერმანიას მოაპოვებინა

AutoSharing Option
თურქული გამოცემა "მილიეთის" ცნობით უეფას სლოვენიელი პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი პირადად ჩაერია საქმეში და თურქეთის ნაცვლად ევროპირველობის მასპინძლობის უფლება გერმანიას მოაპოვებინა.

წყაროს ინფორმაციით, უეფას აღმასკომის 9 წევრს გადაწყვეტილი ჰქონდა ხმის თურქეთისთვის მიცემა, მაგრამ ჩეფერინმა მათზე ზეწოლა მოახდინა და ხმა გერმანიისთვის მიაცემინა.

მოკლედ, რომ არა ჩეფერინი, თურქეთი არჩევნებს ანგარიშით 9:7 მოიგებდა, ამტკიცემს გამოცემა. 

საბოლოოდ გერმანიამ 12 ხმა მიიღო, თურქეთმა 4, აღმასკომის ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა.

altევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ლოგიკით 13:3 უნდა მოეგო თურქეთს.ფიფაც და უეფაც ერთმანეთზე დედამოხნული მაფიებია ორივე.45 წლის ვარ და ჩემს მახსოვრობაში უკვე მერამდენე დიდი ტურნირი ტარდება გერმანიაში.არფერი დაშავდებოდა თურქეთში რომ ჩატარებულიყო,თან ჩვენს მეზობლად არის,მაგრამ ერდოღანსაც მოვუხან გამზრდელი,მაგის ბრალია!!!!!
alex
17:09 18-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული