ევრო 2020-ის შესარჩევის ჯგუფები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 2 დეკემბერს დუბლინში ევრო 2020-ის შესარჩევის ჯგუფები გადანაწილდა. 

A ჯგუფი: ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო.

B ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი.

C ჯგუფი: ჰოლანდია, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი.

D ჯგუფი: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი.

E ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი.

F ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერები, მალტა.

G ჯგუფი: პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია.

H ჯგუფი: საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, ანდორა.

I ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, შოტლანდია, კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო.

J ჯგუფი: იტალია, ბოსნია, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტეინი.

ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსანი პირდაპირ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე,
ხოლ დარჩენილი 4 მონაწილის ვინაობა კი 2020 წლის მარტში გასამართი ერთა ლიგის პლეი-ოფების შედეგად გაირკვევა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები არიან: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ჰოლანდია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი.


მატჩების კალენდარი

I ტური: 21-23 მარტი, 2019
II ტური: 24-26 მარტი, 2019
III ტური: 7-8 ივნისი, 2019
IV ტური: 10-11 ივნისი, 2019
V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019
VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019
VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019
VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019
IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019
X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019


ფინალური ტურნირი: 12 ივნისი-12 ივლისი, 2020


altევრო 2020-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 19 /
shveicaria albat pirvelze gava, kargi dabalansebuli gundia, danias da irlandias mtavari aqcenti fizikaze da taktikaze aqvt, shemoqmedebiti didi araferi, chvenze win namdvilad dganan magram brdzola sheidzleba. dinamoze orives damarcxeba sheidzleba plius amas ertmanettanac dakargaven qulebs didi albatobit imedi viqoniot rom shveicaria daniasac da irlandiasac qulebs ar aagebinebs, tan saqartvelos aset gundebtan ar utamashia rac chakvetadzem tamashi daiwyo tan tu mchedlidze an qvilitaia formashi shevida mtlad uketesi, chvens bichebs amastanave wnexis qvesh ar mouwevt tamashi da gmertis wyalobit karg shedegs dadeben
gio30
02 დეკემბერი 2018 23:59
0
თუ შვეიცარიის და დანიის ნაკრები გუნდბი ერთა ლიგას მოიგებენ ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევი ჯგუფიდან როგორც მესამე ადგილოსანი თუ ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს?
ირაკლი
02 დეკემბერი 2018 23:48
1
იმ შემთხვევაში თუ შვეიცარიის და დანიის ნაკრები გუნდბი ერთა ლიგას მოიგებენ ამ შემთხვევაში საქართვოს ნაკრები ამ შესარჩევი ჯგუფიდან როგორც მესაე ადგილოსანი თუ ინარჩნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს?
ირაკლი
02 დეკემბერი 2018 23:42
1
დასკვნების გამოტანა ასე მარტივად არ შეიძლება. შვეიცარია, დანია და ირლანდია რბილად რომ ვთქვათ, ადვილად ხელწამოსაკრავი მეტოქეები არ არიან. კარგია, რომ ერთი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და გუნდმა ირწმუნა საკუთარი ძალების. ამიტომ ისღა დაგვრჩენია კარგად მოვემზადოთ და მარტისთვის სრული შემადგენლობა გვყავდეს
: )))))))
02 დეკემბერი 2018 21:48
0
ამ ჯგუფში, თუ გავედით მესამე ადგილზე, მაშინ ვიტყვი, რომ გუნდი გვყავს.
Tanolife
02 დეკემბერი 2018 20:55
0
იდეალური ჯგუფია, გრანდი არ არის რომ ბრძოლა არ შეიძლებოდეს, ირლანდიაც უნდა მოვუგოთ, დანიაც არ არის საუკეთსო ფორმაში და შვეიცარია პირველზე გავა. თავდამსხმელებიც ორივე გვეყოლება და მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ წესით...
გოჩა
02 დეკემბერი 2018 19:43
0
რუსეთს სულ როგორ უნდა უმართლებდეს ???
: )))))))
02 დეკემბერი 2018 19:00
0
ზოგიერთ ჯგუფში შანსი მეტი გვექნებოდა, ამ შემთხვევაში კი რომელიმემ( ირლანდია,ნაკლებად დანია) რომ წაიფორხთილოს მე 3 ადგილი იქნება რეალური. ფიზიკურად ჩვენზე გაცილებით უკეთ მომზადებული ნაკრებებია. ძალიან მინდა , მაგრამ ნაკრების რეალური შესაძლებლობა ამ ეტაპზე მეტს ვერ გაქაჩავს, ჩაკვეტაძემ თავი თუ გაიგიჟა- და ისიც თამაშის ბოლოს, თორემ გაქვითვას მოასწრებენ.ზედმეტ ილუზიებს ნუ შევიქმნით, ბიჭებისთვისაც არ მგონია კარგი...შემართება და იღბალი ჩვენსკენ....
გუსანი
02 დეკემბერი 2018 18:41
0
შვეიცარია რეიტინგში თავის ისტორიულ რეკორდზეა. დანია მაგარ ფორმაშია ირლანდიასთან მაგრად გვიჭირს თამაში. ამათ სჯობდა ერთი გრანდი გვყოლოდა. მაგალითად სისხლისგან გაცლილი იტალია.. იტალიას მაინც ვნახავდით. ისე საინტერესო ჯგუფია ნამდვილად.
ტორინო
02 დეკემბერი 2018 18:30
0
უნდა გავიდეს. მაგ შემადგენლობიდან, გაზაფხულზე ოქრის,ჯანოს და მითუმეტეს მჭედლოს იმედი რატო უნდა ქონდეს კაცს. ებრალიძე, არაბიძე,პარუნაშვილის დამატებით კიდე შეიძლება. შემადგენლობა თუ არ დააყენა ვერ გაქაჩავენ, უკვე სხვა დონეა.
ლევანი
02 დეკემბერი 2018 18:24
1

სიახლეები პოპულარული