ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
ევრო 2020 იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. "სკუადრა აძურამ" ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში, დრამატულად დაამარცხა. ფინალური მატჩის შემდეგ უეფამ ჩემპიონატის რჩეულები დაასახელა.

საუკეთესო ფეხბურთელი იტალიელთა 22 წლის კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა გახდა. "მილანიდან" პსჟ-ში გადაბარგებულ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, ნახევარფინალსა და ფინალში კი პენალტების სერიაში წარმატებასა და ჩემპიონობაში დიდი როლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად  მეკარე ბოლოს 1992 წელს, დანიელი პეტერ შმეიხელი დაასახელეს, როცა მისმა ნაკრებმა ევროპირველობაზე სენსაციურად გაიმარჯვა.

Sportall.Ge

საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გატანილი
გოლებით ფრანგ მიშელ პლატინის აჯობა. პორტუგალიელს, ისევე, როგორც ჩეხ პატრიკ შიკს, ევრო 2020-ზე  გოლების თანაბარი რაოდენობა (5-5) ჰქონდა, მაგრამ კრიშტიანოს ანგარიშზე  საგოლე პასი იყო და ერთი შეხვედრით ნაკლებიც გამართა.

Sportall.Ge

ევრო 2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პედრი დასახელდა. ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველმა თავისი გუნდის ყველა (6) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "ბარსელონელი" პასების მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა, მათ შორის არაერთი გამამწვავებელი გადაცემაც იყო.

altსაუთგეითი: ჩვენს გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა

altმანჩინი: გაგვიჭირდა, მაგრამ ვდომინირებდით და გავიმარჯვეთ

altიტალიამ ინგლისს "უემბლიზე" სძლია და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული