ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება

AutoSharing Option
მიუხედავად პანდემიისა, უეფა მაინც ცდილობს, წელს გადმოტანილი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ისევ 12 ქალაქში ჩატარდეს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო.

ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა სტადიონებზე მაყურებლის მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა დაუშვან, თუმცა ეს იმ მომენტში ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა ევროპირველობის მხოლოდ ერთ ქვეყანაში გამართვის შესაძლებლობას განიხილავდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული