ყაზახეთმა შოტლანდია გაანადგურა - ვითომ რატომ არ უნდა ვძლიოთ შვეიცარიას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, მიხალ ბილეკის ხელმძღვანელობით საკუთარ მოედანზე შოტლანდია 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და მათმა სტრატეგიამ გაამართლა.

ყაზახური პრესა ამ გამარჯვებას ფანტასტიკურს უწოდებს. 24 მარტს, მეორე ტურში ყაზახეთის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორივე მატჩში სძლია.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

ასტანა. " ასტანა არენა". 27 641 მაყურებელი
ყაზახეთი-შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 პეტცუხი (6), 2:0 ვოროგოვსკი (10), 3:0 ზაინუტდინოვი (51)

მკითხველის კომენტარები / 32 /
დიდი "დინამოს" დროს შვეიცარიულ (და არა მარტო) კლუბებს ჩვენთან შეხვედრა თავზარს ცემდა,ახლა კი დიდ გულზე ჩამოდიან....ხო და იქეთ მივდივარ,რო ხო არ მოვიდა დრო,მაგათ ამ "დიდ გულსაც" მიუჩინოთ თავისი ადგილი:)
gogka
15:01 22-03-2019
0
სტატიის სათაურია ბომბა
დინამო თბილისი
14:30 22-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული