მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი გადააყენეს. მან და "ცრვენა ზვეზდას" ფეხბურთელებმა, ფილიპ სტოიკოვიჩმა და მირკო ივანიჩმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლისას კოსოვოსთან მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
პოდგორიცაში ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა.
"ვესტის" ცნობით, მათ ეს გადაწყვეტილება სერბი ფანების ზეწოლის გამო მიიღეს. აღნიშნულია, რომ ფეხბურთელები სერბული წარმოშობისანი არიან, თუმცა ჩერნოგორიელები სერბები გახლავან.
კოსოვო, რომლის მოსხლეობის 90%-ს ალბანელები შეადგენენ, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 110-მა სახელმწიფომ სცნო.