როგორც იცით, ედინბურგში შოტლანდიასთან სარაგბო ტესტ-მატჩის წინ შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს, დღეს კი პარიზში, ევროშესარჩევზე საფრანგეთისა და ალბანეთის ფეხბურთელთა ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე, სტუმართა გუნდის ჰიმნის ნაცვლად ანდორას თუ ჩერნოგორიის (იგივე მონტენეგროს) ჰიმნი შეასრულეს.
ალბანელებმა ამაზე პროტესტი გამოთქვეს და მანამდე არ გავიდნენ მოედანზე, ვიდრე მათი ჰიმნი არ შეასრულებინეს.
შემდეგ სტადიონის დიქტორმა შეცდომისათვის ბოდიში სომხეთის ნაკრებს მოუხადა...
ამ მასალის დამწერ ჟურნალისტს კიდევ ვთხოვ "ჩერნიგორია" გაასწოროს. ჯერ ეს ერთი ჩერნოგორიაა სლავურ ენებზე, ხოლო ქართულად მონტენეგრო.