დეშამმა კანტე დააბრუნა - ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. დიდიე დეშამის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ "მამლების" განაცხადში "ალ-იტიჰადის" ნახევარმცველი ნგოლო კანტე დაბრუნდა.

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), ბრაის სამბა (ლანსი), მაიკ მენიო (მილანი)

მცველები: ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ბენჟამინ პავარი (ინტერი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), ტეო ერნანდესი (მილანი), ბენჟამინ მენდი (რეალი)

ნახევარმცველები: ნ'გოლო კანტე (ალ იტიჰადი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ორელიან ჩუამენი (რეალი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ედუარდო კამავინგა (რეალი)

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა, რანდალ კოლო მუანი, კილიან მბაპე, უსმან დემბელე (ოთხივე პსჟ), მარკუს ტურამი (ინტერი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ოლივიე ჟირუ (მილანი)

დეშამის გუნდი გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებს, პოლონეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება.

altჰუმელსი, გორეცკა, გნაბრი და ბრანდტი განაცხადს მიღმა - ნაგელსმანმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 2 /
რასაც ვუყურებ ძალიან არასაიმედო დაცვა ყავთ,ნახევარდაცვაშიც პრობლემები რომ არ ქონდეთ კანტეს არ დააბრუნებდნენ
მბაპე კი მადრიდზე ფიქრობს...რავიცი,რატომღაც ბუნდოვანი მგონია ამ ნაკრების პერსპექტივა ევროზე...
Master
12:37 17-05-2024
2
ბენჟამენ მენდი სიტიში თამაშობდა რეალის ფეხბურთელს კი ფერლანი ქვია გადაამოწმეთ ხოლმე თუ არ ხართ ხოლმე დარწმუნებული ცოტა სირცხვილია ამ დონის ნაკრების ფეხბურთელების სახელი და გვარი არ უნდა გეშლებოდეთ არ გეწყინოთ!
2

სიახლეები პოპულარული