ევროშესარჩევ ტურნირზე, ერევანში, სომხეთის ნაკრებთან 2:4 დამარცხების შემდეგ, ბოსნიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი გადადგა.
"ყველას ველაპარაკე და გადადგომა გადავწყვიტე. როდესაც გუნდი ჩავიბარე, ევროპირველობაზე გასვლის იმედი მქონდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა ჩემი შემცვლელი მოასწრებს გუნდის ერთა ლიგისთვის მომზადებას.
სომხეთმა დამსახურებულად იმარჯვა. ვულოცავ. ჩვენც გვქონდა შანსები, თუმცა სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. მათ უფრო მეტად უნდოდათ მოგება", - ციტირებს პროსინეჩკის ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.