სომხეთის ნაკრებმა თურქეთში გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, D ჯგუფში თურქეთისა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

სომხეთის ნაკრები შესვენების შემდეგ „პიუნიკის“ 33 წლის ნახევარმცველმა არტაკ დაშიანმა დააწინაურა. თუმცა, 88-ე წუთზე საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულმა „რენის“ თავდამსხმელმა ბერტუგ ილდირიმმა გაიტანა.

თურქეთის ნაკრები 10 ქულით ლიდერია, სომხეთს კი 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 ქულით მესამე ადგილზეა.

ესკიშეჰირი. „იენი სტადიუმუ“
თურქეთი - სომხეთი 1:1
გოლები: 0:1 დაშიანი (49), 1:1 ილდირიმი (88)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სომხები მაინც გავიდნენ. იქნებ გამოფხიზლდნენ საქართველოში. მამა მიყვებოდა, 70-ან წლებში დინამოს ჩავარდნა ქონია. ამ დროს სომხებმა, პირიქით გაქაჩეს და დუბლი აიღეს. ამის მერე ჩაერია შსს მინისტრი (დინამო მილიციის გუნდი იყო), მოიყვანეს ახალკაცი, შექმნეს საქართველოს 4 ნაკრები და ჩაატარეს ტურნირი. იქედან აიყვანეს დინამოში ქორიძე, კოპალა, ჩივაძე. ქუთაისიდან გადმოიყვანეს ხალხი. 3 წელიწადში ჩემპიონებიც გახდნენ, თასიც მოიგეს, მერე თასების თასი. აბა, ერთ დღეში ვინ ქმნის გუნდს.
მწარე
11:18 09-09-2023
1
ისე მგონი სომხეთს ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები ყავს . აზაროვი , დავითაშვილი,გაგნიძე,კიტეიშვილი ,აბურჯანია და ა.შ დარწმუნებული ვარ ტრენაჟორებზე კვირაში 1 საათითაც არ ვარჯიშობენ. სირისტიანი "კუნთავიკები" :)))
კონსერვატორი
01:48 09-09-2023
7

სიახლეები პოპულარული