ევრო 2020. საკვალიფიკაციო: აზერბაიჯანის სენსაციური შედეგი ხორვატიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
9 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფი
ჰოლანდიამ სტუმრად უპრობლემოდ სძლია ესტონეთს, გერმანიამ კი მხოლოდ შესვენების შემდეგ გატეხა გასვლაზე ოლსტერელები.

გერმანიას და ჩრდილოეთ ირლანდიას 12-12 ქულა აქვთ, ჰოლანდიას კი - 9, თუმცა 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გნაბრიმ ბუნდესტიმში 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რაც ამ საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია.

ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - ჰოლანდია 0:4
გოლები: 0:1 ბაბელი (17), 0:2 ბაბელი (47), 0:3 დეპაი (76), 0:4 ვეინალდუმი (87)


ბელფასტი. "ვინძორი"
ჩრდ.
ირლანდია - გერმანია 0:2
გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (48), გნაბრი (90+2)


E ჯგუფი
აზერბაიჯანმა სახლში სენსაციური ფრე (1:1) გაუგორა ხორვატიას და მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. თუმცა ხორვატები 10 ქულით მინც ლიდერები არიან. მათ 9-9 ქულით სლოვაკეთი და უნგრეთი მისდევენ.

ბაქო. "ბაკსელ არენა"
აზერბაიჯანი - ხორვატია 1:1
გოლები: 0:1 მოდრიჩი (11, პენ), 1:1 ჰალილზადე (71)


ბუდაპეშტი. "გრუაპამა"
უნგრეთი - სლოვაკეთი 1:2
გოლები: 0:1 მაკი (40), 1:1 სობოსლაი (50), 1:2 ბოჟენიკი (56)

G ჯგუფი
პოლონეთი საკუთარ მოედანზე ნულოვან ფრეს დასჯერდა ავსტრიასთან, მაგრამ 13 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას, რომელმაც ძლივს მოუგო სახლში ისრაელს, 2 ქულით უსწრებს, ხოლო ავსტრიას - 3 ქულით.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ჩრდ. მაკედონია 0:2
გოლები: 0:1 პანდევი (14), 0:2 ბარდი (17)

ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი - ავსტრია 0:0

ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - ისრაელი 3:2
გოლები: 1:0 ვერბიჩი (43), 1:1 ნატჰო (50), 1:2 ზაჰავი (62), 2:2 ბეზიაკი (66), 3:2 ვერბიჩი (90)

I ჯგუფი
ბელგიამ მეექვსე მატჩშიც იმარჯვა (მისი ბურთების შეფარდება 19:1-ზეა) და მეორეადგილოსან რუსეთს, რომელმაც ყაზახეთი სახლში, ნატურალიზებული ფერნანდესის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, 3 ქულით უსწრებს.

ბელგია უკვე 32-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა გასვლაზე შოტლანდიასთან და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია. სამივე საგოლე გადაცემა დე ბრიუნემ გააკეთა, მეორე ტაიმში კი თავადაც გაიტანა.

ლუკაკუმ ნაკრებში უკანასკნელ 5 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ვერმაელენმა 4 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ეროვნულ გუნდში. სულ მის ანგარიშზე 2 გოლია.

გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - ბელგია 0:4
გოლები: 0:1 ლუკაკუ (9), 0:2 ვერმაელენი (24), 0:3 ალდერვეირელდი (32), 0:4 დე ბრიუნე (82)


კალინინგრადი. "კალინინგრადი". 31 818 მაყურებელი
რუსეთი - ყაზახეთი 1:0
გოლი: ფერნანდესი (89)

მცველმა ფერნანდესმა რუსეთის ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა და ორივე 88-ე წუთის შემდეგ - პირველი ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამატებით დროში გაუტანა.


სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - კვიპროსი 0:4
გოლები: 0:1 კუსულოსი (2), 0:2 პაპულისი (38), 0:3 კუსულოსი (76), 0:4 არტიმატასი (75)
მკითხველის კომენტარები / 24 /
რატომ გიკვირთ ჩემი ასეთი კომენტარი?გადავხედოთ ჩვენს წარსულს, ვინ ვიყავით და რანი გავხდით ფეხბურთის თამაშში.გავიხსენოთ ტაშკენტი 1964 წელი, მოსკოვი1976 წელი,მილანი 1977 წელი,1978 წელი...,ლივერპული 1979,მოსკოვი 1979 წელი, ლონდონი 1981 წელი და ბოლოს დიუსელდორფი ასევე 1981 წელი.ჩვენ ხომ ასეთი რამ შევძელით!!! არაერთხელ,მრავალი წლის მანძილზე!!! ისმის კითხვა - ადრე თუ შეგვეძლო,ახლა ეს რატომ აღარ შეგვიძლია??? იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის ის დიდი წარმატებები და მთელი ქართული საზოგადოება დღეს ყველას ერთ ადგილზე ჰკიდიათ...!!!
+
10 სექტემბერი 2019 13:10
1
ეეე, შენ რა გითხარი, მაინც დაწერე ისეთი რამ, რომ 100% გეთანხმები. ოღონდ, რა თქმა უნდა, უბრალო გულშემატკივარი მხედველობაში არ გყავს, ხომ ასეა. თუმცა, ჩვენს შორისაც არიან ასეთები, სამწუხაროდ.
alexandre
10 სექტემბერი 2019 15:21
0
ძნელია საიტზე ცხრილების დანერგვა?
პაპა
10 სექტემბერი 2019 05:16
1
ძალიან ძნელია, არაპროფესიონალიზმი არ იძლევა უფლებას
vax-vax
10 სექტემბერი 2019 08:38
0
აზერებმა ისწავლეს გოლების გატანა. სომხებზე აღარა მაქვს ლაპარაკი. ჩვენ ვწვალობთ.
Odala
10 სექტემბერი 2019 12:17
5
ხორვატიას ბაქოში ფეხი კი არ დაუცდა,არამედ რევერანსი გაუკეთეს თანამემამულეს, მასპინძელი ნაკრების მრწვთნელ ნიკოლა იურჩევიჩს.ხორვატ ფეხბურთელებს სჩვევიათ ასეთი რამ... სამწუხაროა,რომ ჩვენში პატრიოტული მოტივით ძლიერ მოზღვავებული ემოციები ხელს გვიშლის რეალობის სწორად აღქმაში...! ბევრი ჩვენთაგანი მომხდარი ჭეშმარიტების აღიარებას თავის დამცირებათ მივიჩნევთ,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს??? თურმე თავის დამცირება და ზიანის მომტანი არ ყოფილა ჩვენში არსებული ჩაწყობილი თამაშები - შემდგომში ამის გამო გამოწვეული მრავალი მარცხი და მაინც არარსებული მომავლის იმედის ქონა!
+
10 სექტემბერი 2019 05:40
11
რატომ გიკვირთ ჩემი ასეთი კომენტარი?გადავხედოთ ჩვენს წარსულს, ვინ ვიყავით და რანი გავხდით ფეხბურთის თამაშში.გავიხსენოთ ტაშკენტი 1964 წელი, მილანი 1977 წელი,ლივერპული 1979 წელი ლონდონი 1981 წელი და ბოლოს დიუსელდორფი ასევე 1981 წელი.ჩვენ ხომ ასეთი რამ შევძელით!!! არაერთხელ,მრავალი წლის მანძილზე!!! ისმის კითხვა - ადრე თუ შეგვეძლო,ახლა ეს რატომ აღარ შეგვიძლია??? იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის ის დიდი წარმატებები და ქართული საზოგადოება დღეს ყველას ერთ ადგილზე ჰკიდიათ...!!!
+
10 სექტემბერი 2019 11:51
0
გამომრჩა,ასევე გავიხსენოთ მოსკოვი 1976 და 1979 წლები.
+
10 სექტემბერი 2019 12:53
1
ყველა გამოხმაურება
იქნება მიხვდეს გულშემატკივარი რომ დანიასთან ფრის გაგორება არ არის მისაღები შედეგი, ფაქტი სახეზეა ხორვატები დღეს დანიაზე ორი თავით ძლიერი გუნდია სხვათაშორის ხორვატიაშიც ძლივს მოიგო ხორვატიამ! სომხებზე საერთოდ რა უნდა ითქვას რომლებმაც ბოსნიელებს ზედ გადაუარეს და კაი შანსიც ააქვთ ევროპაზე გასვლის ამოცანა მხოლოთ ფინეთის მოგებაა ფინეთში. მოკლეთ საქართველოს ჭირდება ძლიერი მწვრთნელი და მოგებაზე ორიენტირებული ფეღბურთელები!!!
გიორგი
10 სექტემბერი 2019 11:05
4
მაგით რისი თქმა გინდა, რო სომხეთი და აზერბის ნაკრებები გვჯობნიან? კი ვნახეთ ერთა ლიგაზე რაც არიან და საქართველოს ნაკრები აზერებს და სომხებს 10 დან ყველაზე ცოტა 7 თამაშს მოუგებს. როდის იყო ნებისმიერი ნაკრებების დონეზე გვჯობდნენ?
გოგა
10 სექტემბერი 2019 11:45
8
გამოდით რა ამ ყაზახეთში მოგებული თამაშის ეიფორიადან. იქ ერთმა ფეღბურთელმა გადაწყვიტა იმ თამასის ბედი!
goga-s
10 სექტემბერი 2019 14:15
1
ყველა გამოხმაურება
+გეთანხმებით მეგობარო,ხორვატებმა აშკარად გაატანინეს აზერებს.
....
10 სექტემბერი 2019 15:07
1
აზერების ფრის არ მჯერავს მომკალით.
zurabi
10 სექტემბერი 2019 14:18
2
ხორვატები ეტყობა ბაქოში ნავთობის "ფულის სუნმა შეაწუხა",ისე შეასეირნეს აზერი ფეხბურთელი თავიანთ საჯარიმოში და გაატანინეს გოლი, პატივი რომ ეცათ აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატ მწრთვნელზე ნიკოლა იურჩევიჩზე!
....
10 სექტემბერი 2019 14:58
0
+, მეგობარო, რა შუაშია ტოტალიზატორები, ვერ ვგებულობ. 9 დისლაიკი გაქვს. ინტერესი რომ მქონდეს 15 წუთში 150-ს დავსვამდი. ეს რას წყვიტავს? მყავს მეგობრები შტატებში, იქაურები და არა ქართველები. ერთერთი საერთოდ არ უყურებს NBA-ს. ნაღდად ვიციო სეზონის დაწყებამდე ვინ რა შედეგს დადებსო, ჩემპიონიც ვიციო. რა ვქნა, არ მინდა ამის დაჯერება, და... როგორც ვხვდები არც შენ. ასე რომ არ იყოს საერთოდ სპორტულ საიტებზე არ შეხვიდოდი. და არც მე... თუ ყველაფერი ყველგან ტოტალიზატორების მიერ იმართება, მაშინ სპორტის ყურებას რა აზრი აქვს, მიპასუხოს ვინმემ. ა?!
alexandre
10 სექტემბერი 2019 12:08
2
არა, ნამდვილად არა. ვარ აქტიური მომაშავე ექიმი, 66 წლის, 1962-91 წწ დინამოს არცერთი თამაში არ გამომიტოვებია თბილისში, მაგ კი არა ბაქოში, ერევანში, დონეცკში და მოსკოვში დავფრინავდი თამაშებზე. ტაშკენტში არ ვყოფილვარ, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ორივე ფინალში 76 და 79 წლებში ლუჟნიკებში ვიჯექი. სამწუხაროდ მიჭირს საქ.ჩემპიონატის თამაშებზე სიარული. კიევთან და სპარტაკთან მოგებას მხოლოდ ხორვატიის და შოტლანდიის დამარცხება თუ შეედრება. ლივერპულებზე და ვესტჰემებზე ვერც კი ვოცნებობ. ჩემთვის ძლიერ სამწუხაროდ ბევრი მსმენია გუნდში მოსახვედრად კორუფციაზე, არამარტო კლუბში, ნაკრებებშიც, განსაკუთრებით ასაკობრივებში. რა გითხრა, ჩემო კარგო +? ეს რომ არ იყოს, ფეხბურთიც, კალათბურთიც (აქ რამოდენიმეჯერ მივწერე კონკრეტულ ფაქტზე პაატა გურასპაულს, მაგრამ არაფერი რომ არ შეიცვალა, გამოდის უშედეგოდ. ამავე დროს, ვიცნობ რა პაატას, 100%-ით დარწმუნებული ვარ - არავითარ წილში არ ზის) - ბევრად უკეთეს დონეზე იქნებოდა. მე არ მინდა დავიჯერო სხვა რამ, რომ ტოტალიზატორი წყვეტს ყველაფერს! მაშინ მართლაც რომ რა აზრი აქვს გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ რ ო ბ ა ს???
alexandre
10 სექტემბერი 2019 14:51
1
ღრმ.პატ.alexandre, თქვენ ან ახალგაზრდა გამოუცდელი ფეხბურთის გულშემატკივარი ბრძნდებით- დღევანდელ ფეხბურთში არსებული კორუფციაში ჩაუხედავი ან თქვენი საქმიანობით ხართ ფეხბურთთან დაგავშირებული პირი და ჩემი კომენტარის მსგავსი კომენტარების გამო შეშინებული,სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვით - საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში!
+
10 სექტემბერი 2019 13:42
2
რა მოგება?!! ფეხბურთელი რომ სუდიას გაეკიდება საცემრად და ვერ დაეწევა, ის გუნდში როგორ უნდა გააჩერო, ჩვენ კი ვარსკვლავი გვგონია, ცოტა მოუმატოსო და.... ეეეეხ, მეტი არაა ჩემი მტერი... რომც გავიდნენ, გიფიქრიათ იქ რა დღეში ჩავარდებით? გვინდა 7-0 და 8-0 წაგება??? გგონიათ ვინმე დაგვინდობს? გაგვაფარცაკებენ! ერთ ტაიმს ვერ თამაშობენ და კვირაში სამ თამაშს ითამაშებენ? ღადაობთ ტოო?!!
კ ო მ ბ ლ ე
10 სექტემბერი 2019 12:16
7
გადავხედე აქ გაკეთებულ კომენტარებს და + მიიპყრო ჩემი ყურადღება,ზოგიერთ რამეში მას კატეგორიულად არ ვეთანხმები,მაგრამ ამასთან ერთად მაწუხებს ეჭვი იმისა,რომ ან იქნებ მე არ ვიცი და არ გამიგია რასაც წერს მეთქი.
....
10 სექტემბერი 2019 15:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული