9 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები 4 ჯგუფში გაიმართა.
C ჯგუფი
ჰოლანდიამ სტუმრად უპრობლემოდ სძლია ესტონეთს, გერმანიამ კი მხოლოდ შესვენების შემდეგ გატეხა გასვლაზე ოლსტერელები.
გერმანიას და ჩრდილოეთ ირლანდიას 12-12 ქულა აქვთ, ჰოლანდიას კი - 9, თუმცა 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
გნაბრიმ ბუნდესტიმში 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რაც ამ საუკუნეში საუკეთესო მაჩვენებელია.
ტალინი. "ა ლე კოქ არენა"
ესტონეთი - ჰოლანდია 0:4
გოლები: 0:1 ბაბელი (17), 0:2 ბაბელი (47), 0:3 დეპაი (76), 0:4 ვეინალდუმი (87)
ბელფასტი. "ვინძორი"
ჩრდ.
ირლანდია - გერმანია 0:2
გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (48), გნაბრი (90+2)
E ჯგუფი
აზერბაიჯანმა სახლში სენსაციური ფრე (1:1) გაუგორა ხორვატიას და მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. თუმცა ხორვატები 10 ქულით მინც ლიდერები არიან. მათ 9-9 ქულით სლოვაკეთი და უნგრეთი მისდევენ.
ბაქო. "ბაკსელ არენა"
აზერბაიჯანი - ხორვატია 1:1
გოლები: 0:1 მოდრიჩი (11, პენ), 1:1 ჰალილზადე (71)
ბუდაპეშტი. "გრუაპამა"
უნგრეთი - სლოვაკეთი 1:2
გოლები: 0:1 მაკი (40), 1:1 სობოსლაი (50), 1:2 ბოჟენიკი (56)
G ჯგუფი
პოლონეთი საკუთარ მოედანზე ნულოვან ფრეს დასჯერდა ავსტრიასთან, მაგრამ 13 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას, რომელმაც ძლივს მოუგო სახლში ისრაელს, 2 ქულით უსწრებს, ხოლო ავსტრიას - 3 ქულით.
რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ჩრდ. მაკედონია 0:2
გოლები: 0:1 პანდევი (14), 0:2 ბარდი (17)
ვარშავა. "ნაროდოვი"
პოლონეთი - ავსტრია 0:0
ლიუბლიანა. "სტოზიცე"
სლოვენია - ისრაელი 3:2
გოლები: 1:0 ვერბიჩი (43), 1:1 ნატჰო (50), 1:2 ზაჰავი (62), 2:2 ბეზიაკი (66), 3:2 ვერბიჩი (90)
I ჯგუფი
ბელგიამ მეექვსე მატჩშიც იმარჯვა (მისი ბურთების შეფარდება 19:1-ზეა) და მეორეადგილოსან რუსეთს, რომელმაც ყაზახეთი სახლში, ნატურალიზებული ფერნანდესის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, 3 ქულით უსწრებს.
ბელგია უკვე 32-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა გასვლაზე შოტლანდიასთან და გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია. სამივე საგოლე გადაცემა დე ბრიუნემ გააკეთა, მეორე ტაიმში კი თავადაც გაიტანა.
ლუკაკუმ ნაკრებში უკანასკნელ 5 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ვერმაელენმა 4 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ეროვნულ გუნდში. სულ მის ანგარიშზე 2 გოლია.
გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - ბელგია 0:4
გოლები: 0:1 ლუკაკუ (9), 0:2 ვერმაელენი (24), 0:3 ალდერვეირელდი (32), 0:4 დე ბრიუნე (82)
კალინინგრადი. "კალინინგრადი". 31 818 მაყურებელი
რუსეთი - ყაზახეთი 1:0
გოლი: ფერნანდესი (89)
მცველმა ფერნანდესმა რუსეთის ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა და ორივე 88-ე წუთის შემდეგ - პირველი ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამატებით დროში გაუტანა.
სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - კვიპროსი 0:4
გოლები: 0:1 კუსულოსი (2), 0:2 პაპულისი (38), 0:3 კუსულოსი (76), 0:4 არტიმატასი (75)