უკრაინის ნაკრებმა ევროშესარჩევის მატჩში შინ პორტუგალიას 2:1 სძლია, ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პირველი გოლის ავტორმა რომან იარემჩუკმა, რომელიც "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად თამაშობს, რუსებს ნიშნი მოუგო.
"ეს ძნელი დასაჯერებელია. მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისათვის. გვინდოდა გავსულიყავით და მოედანზე დავხოცილიყავით, რათა დაგვემტკიცებინა, რომ პორტუგალიაზე უფრო ძლიერები ვართ.
მე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ამ კვირაში სტანდარტულებს დიდი დრო დავუთმეთ. პლუს, ამაზე 6 თეორიული გაკვეთილი ჩაგვიტარეს. დავიძინებ თუ არა დღეს? ხვალ ბელგიაში უნდა გავფრინდე, იქ ჩემპიონატი
გრძელდება.
ჩვენ რუსეთის ნაკრებივით კი არა ვართ, შოტლანდია რომ დაამარცხეს და ამბობენ, ევროპის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთო. გავიმარჯვეთ და ყველაფერი ნორმალურადაა, სამზადისს ვაგრძელებთ. კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი. თუ მოვეშვით, პანღურს მივიღებთ", - განუცხადა იარემჩუკმა უკრაინის ტელევიზიას.