ევროშესარჩევ ციკლში ესპანეთთან წაგებული მატჩისას (0:7) მალტის ნაკრების მწვრთნელმა რეიმონდ ფარუჯამ თავი გაიტეხა.
64 წლის ფარუჯამ მოახერხა და "საწარმოო ტრავმა" მიიღო - სათადარიგოთა სკამის სახურავს თავი აარტყა და შეუძლოდ შეიქნა.
მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რაც ბოლო 20 წუთში მოედანზე მოხდა, არაფერი არ ახსოვს.
მოკლედ, თავისი გუნდის კარში გატანილი უკანასკნელი 4 გოლი ვერ დაიმახსოვრა.