"3:2 ლამაზი ანგარიშია" - თინა კანდელაკმა უკრაინის წაგებით გაიხარა

AutoSharing Option
Матч ТВ-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ნიდერლანდებთან 2:3 წაგების გამო ძალიან გაიხარა და მეზობლებს ნიშნი მოუგო.

"უკრაინის ნაკრები პირველ მატჩში ჰოლანდიელებთან 2:3 დამარცხდა და სამართლიანი იქნება ითქვას, სწორედ ნიდერლანდები იყო ამ მატჩში მდგომარეობის ბატონ-პატრონი.

სწორედ ის ფლობდა დამაჯერებლად ბურთს და თამაშს წარმართავდა. თან ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილების სიჩქარე მეტოქისთვის გამოუცნობი გახლდათ.

დიახ, შემდეგ ლამაზი ქამბექი მოხდა, მაგრამ აქ ალექსანდრ ზინჩენკოს ცივმა გაზაფხულმა/ზაფხულმა იმოქმედა. 3:2 ლამაზი ანგარიშია, მაგრამ ლამაზია, როდესაც სამიანი საჭირო მიმართულებითაა მოხვეული.

ისე კი -
აქაც ნულია "ქულის" გრაფაში, არავითარი ტრაგედია და სიტუაცია კვლავ წაგებული გუნდის ხელშია. მინიშნება, იმედია, გასაგებია", - წერს კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თინაიე, ქალო, რუსეთი ნიდერლანდებთან 7 ით 0 ს წააგებდა. წინ კიდევ გაქვთ დიდი ანგარიშით წაგებები.
სტატუს ქუო
14 ივნისი 2021 14:55
3
ამხელა "დერჟავაა" და სხვისი მარცხი ახარებთ, სირცხვილია
მეგრელი
14 ივნისი 2021 13:47
4
ლამაზი ანგარიშია 3:0 ზე ბევრად ლამაზი და ღირსეული
lasha
14 ივნისი 2021 10:35
4
ტინა რუსო! ნეტავ არ ბოდიალობდე რა? რუსეთი დაძუნძულობდა მინდორზე და უკრაინამ ღირსეულად ითამაშა. სამარცხვინოდ წაგებას, ღირსეულად წაგება ჯობია! ან საერთოდ ვინ ხარ, ვის დაკარგვიხარ?
ტინა პუტინოვნას
14 ივნისი 2021 10:31
2
რეიტინგებს შეხედე თინა, ფიფას რეიტინგით მსოფლიოში უკრაინა 22-ე ადგილზეა, შენი რუსეთი 37-ე ზე. უკრაინის მაისურის დიზაინზე ჩივილის მაგივრად შენს ნაკრებს და შენს მატჩ-ტვ-ს მიხედე, რომ აკოტრებ უაზრო მართვით, შენ კი ზღაპრული ხელფასი გაქვს. შენმა ქვეყანამ ფეხბურთში მილიარდები ჩადო, შედეგი? უკრაინა კიდევ გაგაოცებს!!!
თინას
14 ივნისი 2021 12:06
1
რაღაც აღზნებული მეჩვენები, ანზორს დაურეკე, კავაზაშვილს ... დაგაწყნარებს
gizo
14 ივნისი 2021 11:25
2
0:3-ს 2:3 ჯობია :)))
წადი შენი
14 ივნისი 2021 10:33
3
ეეეე თინიკო ედზებ რაგაცას და მემგონი იპოვი
დავით
14 ივნისი 2021 16:51
3
ბაია პატარაიასი ვინ ხარ "ქალო"? გეკითხებიან, თუ არა, გესმის თუ არა თემა, უნდა გამოხტე და პროვოკაცია მოაწყო...
კუმ ფეხი გამოყო
14 ივნისი 2021 15:31
8
აი ნამდვილი მამაკაცების კომენტებია, მალადეც! ალბათ "იმედზე" ან "საზოგადოებრივზე" უნდა ემუშავა, ყველაზე წარმატებუ ლი მედია მენეჯერია რუსეთში, ვის რა დაუშავა? შური და ბოღმა ეს ჩვენი ეროვნული სენია.
vaxo
14 ივნისი 2021 13:03
105
ღმერთმა დამიფაროს მაგ ქალის რამე შემშურდეს. შენი იყოს ეგ წა..ლა. გადახედე რუსულ სპორტულ გამოცემებს და ექსპერტულ შეფასებებს მაგ ყველაზე წარმატებულ მედია-მენეჯერზე.
vaxo-ს
14 ივნისი 2021 13:39
2
ვახო -ს. მაგდენს თუ ვერ ხვდები ვის რა დაუშავა, გეტყვი - საქართველოს და ქართველებს უშავებს. რუსების ყველა ქმედებას ამართლებს.
მერე შენ რა
14 ივნისი 2021 13:38
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული