თინა კანდელაკმა სლუცკის კაცობა დაუწუნა

AutoSharing Option
გუშინ რუსეთისა და ბულგარეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის კომენტატორი "რუბინის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი იყო, რომელმაც ტელერეპორტაჟისას მიანიშნა, რომ "Матч ТВ"-ის პროდიუსერ თინა კანდელაკს ფეხბურთისა ბევრი არაფერი გაეგება.

საქმე იმაშია, რომ მატჩის წინ რუსეთის ჰიმნი მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა შეასრულა, რომელსაც იქამდე გუნდთან შეხვედრისას მარიო ფერნანდესი მაგომედ ოზდოევში შეეშალა და ამ უკანასკნელზე იკითხა, რუსული ესმისო?

სლუცკიმ კი მთელი ქვეყნის გასაგონად თქვა: "მომღერალს ეპატიება. როდესაც ერთ მოღვაწეს ოზდოევი აზმუნში (ზენიტის ირანელი ლეგიონერია - რედ.) ეშლება, ეს რამეა".

კანდელაკმა თავის ტელეგრამ-არხით სლუცკის უმალ პასუხი გასცა:

"ლეონიდ სლუცკიზე მე არ ვბრაზდები. ის მონდომებული მამაკაცია, სპორტის სამყაროს მამაკაცებისთვის კი ჩემგან პატიება პირველად როდი ხდება. ხანდახან აზარტისას მათ არ ჰყოფნით ტაქტი და ზედაპირზე გამოდის ქალური ჭირვეულობა. თანამედროვე სამყაროში ახლა ამას მიესალმებიან კიდეც.

ასე რომ, ლეონიდს ჩემგან მოკითხვა. როგორც იტყვიან, არხიდან არხზე".

ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა სლუცკი რუსეთში დენის კაზანსკის შემდეგ საუკეთესო კომენტატორად დაასახელა და აღნიშნა, რომ საამისო დრო არ აქვს, თორემ პირველიც გახდებოდაო.

ეტყობა, რუსეთმა ევროპირველობის წინ სპეციალურად შეარჩია ასეთი სუსტი მეტოქე (27 მატჩიდან ბულგარელებმა რუსების დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს), 84-ე წუთზე გატანილი პენალტით მოსკოვში 1:0 სძლიეს და ძალიანაც გაიხარეს. ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიროკოვმა გუნდის კაპიტანს, გიორგი ჯიქიას გენიოსი უწოდა, ხოლო წარსულში ცნობილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ მოსტოვოიმ განაცხადა, რომ ევრო 2020-ის სტარტზე ბელგიის შიში არ აქვთ, რადგან სანკტ-პეტერბურგში მაგრად უქომაგებენ და თანაც, მეტოქეს კევინ დე ბრუინი და ედენ აზარი არ ეყოლება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული