ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მომაკვდავი შვილისთვის თამაშობდა - ევროპის ჩემპიონობის დრამატული ამბავი

AutoSharing Option
1992 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­ნი­ამ მო­ი­პო­ვა. ეს იყო ზღაპ­რუ­ლი ამ­ბა­ვი, მის­ტი­კუ­რი, უჩ­ვე­უ­ლო და დრა­მა­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ამ­ბავს დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს. პოს­ტი 2018 წელ­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:

"ალ­ბათ, ბევ­რს გახ­სოვთ და­ნი­ის ნაკ­რე­ბის სენ­სა­ცი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა ევრო 92-ზე. ამ ის­ტო­რი­ას აქვს სხვა მხა­რეც, ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლი, მაგ­რამ ამას­თან, სრუ­ლი­ად სა­ო­ცა­რი.

1992 წლის ზა­ფხულ­ში იუ­გოს­ლა­ვი­ის ნაკ­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით მოკ­ვე­თეს შვე­დეთ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან და მისი ად­გი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერგო და­ნი­ის ნაკ­რებს, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ მოხ­ვდა და მისი წევ­რე­ბი მშვი­დად ის­ვე­ნებ­დნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე.
თა­ვი­დან, და­ნი­ა­ში ეს არა­ვინ და­ი­ჯე­რა. ყვე­ლას ხუმ­რო­ბა ეგო­ნა, ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, რი­ჰარდ მე­ლერ-ნილ­სო­ნის ჩათ­ვლით, რო­მე­ლიც, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ხუმ­რო­ბა არ იყო, სას­წრა­ფოდ შე­უდ­გა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბას.
ეს არ გა­მოდ­გა ად­ვი­ლი საქ­მე, რად­გან ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც არ სჯე­რო­დათ, ეგო­ნათ, აშა­ყი­რებ­დნენ და ტე­ლე­ფონს უთი­შავ­დნენ მწვრთნელს. მე­ლერ-ნილ­სონს დიდ ჯა­ფად და­უჯ­და ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბა. არა­ვის უნ­დო­და შვე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა, ყვე­ლამ იცო­და, რომ უვარ­ჯი­შე­ბე­ლი და შე­უ­თა­მა­შე­ბე­ლი და­ნი­ის ნაკ­რე­ბი და­მარ­ცხე­ბის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი.

გუნდს არ გა­აჩ­ნდა არც ფი­ზი­კუ­რი ფორ­მა, არც თა­მა­შის გეგ­მა, არც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ანა­ლი­ზი. ეს მწვრთნელ­საც კარ­გად ეს­მო­და და ფეხ­ბურ­თე­ლებს სთხო­ვა, არ შე­ე­წყვი­ტათ შვე­ბუ­ლე­ბა, ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რამ­დე­ნი­მე დღით, ეთა­მა­შათ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო თა­მა­ში და მშვი­დად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ დას­ვე­ნე­ბა. ზოგ­მა მა­ინც იუ­ა­რა. მა­გა­ლი­თად, მი­ქა­ელ ლა­უდ­რუპ­მა, რო­მე­ლიც არ ჩა­მო­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბი­დან და მი­ზე­ზად მწვრთნელ­თან კონ­ფლიქ­ტი დაასახელა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, თა­მაშ­ზე უარი თქვა კიმ ვილ­ფორდმაც, თუმ­ცა მისი მი­ზე­ზი გა­ცი­ლე­ბით სევ­დი­ა­ნი იყო - კი­მის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლად ებ­რძო­და კი­ბოს სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში. გუნდს და მწვრთნელს ეს­მო­დათ, რა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ვილ­ფორ­დი. მას შეს­თა­ვა­ზეს ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბა, რა­საც მო­ი­სურ­ვებ­და, მაგ­რამ ვერ და­ი­თან­ხმეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში პა­ტა­რა ლი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და შვილ­მა და მე­უღ­ლემ ერ­თდრო­უ­ლად სთხო­ვეს კიმს, წა­სუ­ლი­ყო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მწვრთნელ­მაც ნება დარ­თო ვილ­ფორდს, ყო­ვე­ლი თა­მა­შის მერე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და­ნი­ა­ში, შვე­დე­თი­დან კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი ხომ იქვე იყო.

Sportall.Ge

და­ნი­ამ პირ­ვე­ლი მატ­ჩი ფრედ ითა­მა­შა ინ­გლის­თან, მე­ო­რე­ში - მას­პინ­ძელ შვე­დებ­თან და­მარ­ცხდა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პა­ტა­რა ლი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა და შეს­ვე­ნე­ბა­ზე მე­უღ­ლე სთხოვს ვილ­ფორდს, სას­წრა­ფოდ დაბ­რუნ­დეს კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში. ვილ­ფორ­დი ალა­გებს ბარ­გს და მი­ემ­გზავ­რე­ბა. თა­ნა­გუნ­დე­ლებს სთხოვს, აღარ ელო­დონ - ჩემ­პი­ო­ნა­ტი მის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. საფ­რან­გეთ­თან მატჩს ის უკვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უყუ­რებს ლინ­თან ერ­თად. ან­გა­რიშს და­ნია ხსნის. საფ­რან­გე­თი ათა­ნაბ­რებს და და­ნია გა­ვარ­დნის პი­რა­საა, მაგ­რამ თა­მა­შის მი­წუ­რულს ელსტრომს გა­აქვს გა­მარ­ჯვე­ბის გოლი.

ვილ­ფორ­დი ხე­დავს, რო­გორ ცო­ცხლდე­ბა მთე­ლი კლი­ნი­კა. გამ­ხდა­რი, თმა­გაც­ვე­ნი­ლი, გა­ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უეც­რად ივი­წყე­ბენ სიკ­ვდილ­სა და ტკი­ვილს და მხი­ა­რუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით იკ­ლე­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფოს. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. ლი­ნიც ბედ­ნი­ე­რია. მა­საც ავი­წყდე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა, თუნ­დაც 90 წუ­თით. ვილ­ფორ­დი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტუ­ა­ლეტ­ში იკე­ტე­ბა და ტი­რის. ტი­რის ტკი­ვი­ლი­სა და სი­ხა­რუ­ლის­გან.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში და­ნი­ას ხვდე­ბა ჰო­ლან­დი­ის სა­ო­ცა­რი ნაკ­რე­ბი, ჩემ­პი­ო­ნა­ტის უპირ­ვე­ლე­სი ფა­ვო­რი­ტი. ვან ბას­ტენს, კუ­მანს, გუ­ლიტს, ბერგკამპს, ბლინდს, დე ბურს, ვან ბრე­კე­ლენს გა­მარ­ჯვე­ბა სწყუ­რი­ათ. ვილ­ფორ­ტი შვი­ლის თხოვ­ნით ნაკ­რებ­ში ბრუნ­დე­ბა. მას ახ­სოვს, ვის­თვის თა­მა­შობს, ვის­თვის უნდა გა­ი­ტა­ნოს. იცის, რო­გორ უნდა გა­ა­ბედ­ნი­ე­როს პა­ლა­ტის ბი­ნად­რე­ბი, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წუ­თით. ძი­რი­თა­დი დრო 2:2 სრულ­დე­ბა. იწყე­ბა პე­ნალ­ტე­ბი. ვან ბას­ტე­ნი სა­შინ­ლად ურტყამს. ნიშ­ნულ­თან მი­დის ვილ­ფორ­დი. დაღ­ლი­ლი, გამ­ხდა­რი, სა­ში­ნელ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი იყუ­რე­ბა ცაში, იყუ­რე­ბა კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის­კენ. იცის, რომ იქ, სიკ­ვდი­ლის პა­ლა­ტებ­ში, ლინი და სხვა ბავ­შვე­ბი ცდი­ლო­ბენ, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ცო­ტა ხ­ნით მა­ინც და­ი­ვი­წყონ თა­ვი­ან­თი გა­სა­ჭი­რი. და­ნია ფი­ნალ­შია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღა­პარს ჰგავს.

მატ­ჩის შემ­დეგ ვილ­ფორ­ტი სას­წრა­ფოდ მი­ემ­გზავ­რე­ბა და­ნი­ა­ში. შვი­დი წლის ლი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, გო­გო­ნა ფაქ­ტობრივად მო­მაკ­ვდა­ვია. კიმი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბობს თა­მაშ­ზე, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და კლი­ნი­კა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი ემუ­და­რე­ბი­ან, დაბ­რუნ­დეს და მო­ი­გოს მათ­თვის ევ­რო­პის თასი. ამა­ვეს სთხოვს ლი­ნიც, როცა ლა­პა­რაკს ახერ­ხებს.

ალ­ბათ, ბევ­რს გახ­სოვთ ფი­ნა­ლი გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. და­ნი­ე­ლებ­მა და­სა­წყის­ში­ვე გახ­სნეს ან­გა­რი­ში. ამის შემ­დეგ გერ­მა­ნე­ლე­ბი მა­სი­რე­ბუ­ლად უტევ­დნენ და ახ­ლოს იყ­ვნენ გო­ლის გა­ტა­ნას­თან, მაგ­რამ 79-ე წუთ­ზე კიმ ვილ­ფორ­ტს გა­აქვს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გოლი და მთე­ლი ერის ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად აქ­ცევს.

ამ დროს ის ფიქ­რობ­და მხო­ლოდ მათ­ზე, ვინც უკა­ნას­კნელ ტკი­ვი­ლებს უმკლავ­დე­ბო­და პა­ლა­ტებ­ში და მა­ინც ზე­ი­მობ­და გა­მარ­ჯვე­ბას. მას სჯე­რო­და, რომ ფეხ­ბურთს და გა­მარ­ჯვე­ბას შე­ეძ­ლო თუნ­დაც სულ ცოტა ხნით მათი გა­მოხ­სნა ამ მტან­ჯვე­ლი ჯო­ჯო­ხე­თი­დან. კიმ­მა და მთელ­მა გუნ­დმა ეს სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და მო­მაკ­ვდა­ვი ლი­ნის­თვის გა­ა­კე­თეს.

კიმ ვილ­ფორ­ტის ფი­ნალ­ში გა­ტა­ნი­ლი გოლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ემო­ცი­ურ და ტრა­გი­კულ გო­ლად ით­ვლე­ბა.

და­ნი­ის ნაკ­რე­ბის "ზა­ფხუ­ლის ზღა­პა­რი" სა­მუ­და­მოდ შე­ვი­და ფეხ­ბურ­თის ოქ­როს ფონდში.

ლინ ვილ­ფორ­ტი ფი­ნა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თებ­ში მან თქვა, რომ ამა­ყობ­და მა­მით, რომ მისი ოც­ნე­ბა ას­რულ­და, და­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა და მამა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო. ის ოც­ნე­ბობ­და სიკ­ვდი­ლის წინ ენა­ხა და­ნი­ის ნაკ­რე­ბის "ზა­ფხუ­ლის ზღა­პა­რი" და ნახა კი­დეც. ეს ზღა­პა­რი მის­თვის და მის­ნა­ი­რე­ბის­თვის და­ი­წე­რა. იმ ზა­ფხულს ისი­ნი ყვე­ლანი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან 1 წლის შემ­დეგ კიმ და მინა ვილ­ფორ­ტებს ქა­ლიშ­ვი­ლი რიკე შე­ე­ძი­ნათ."

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვაი გული. საოცარი ისტორიაა, როგორ მატირეთ.
სარა
12 ნოემბერი 2021 07:08
0
სიტყვები არ მყოფნის ბრავო ავტორს
Batumi90
09 ნოემბერი 2021 08:27
0
ბრავო და კიდევ ბრავო!!!
გიო
08 ნოემბერი 2021 17:54
0
ვიცოდი ეს ისტორია მარა ამეტირა მაინც. მადლობა კარგი სტატიისათვის.
G.LA
08 ნოემბერი 2021 14:26
0
ცრემლი მომერია... ეს ისტორია ადრეც წამიკითხავს, მადლობა ავტორს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა,თუ რა შეუძლია ფეხბურთს და ზოგადად სპორტს,ერის და ბერის გაერთიანება.
თომა
07 ივლისი 2021 22:08
0
საოცარია თავს ვერ ვიკავებ
buxa
07 ივლისი 2021 18:26
0
საოცარი ისტორიაა, ბრავო ავტორს! სტატიაც პროფესიონალურადაა მომზადებული, რისთვისაც დიდი მადლობა. სიმართლე უნდა ვთქვა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თვალებზე ცრემლები მომადგა
qomagi
15 ივნისი 2021 10:18
0
მხოლოდ ეს ისტორიაც საკმარისია , იმის გადმოსაცემად , თუ რა შეუძლია სპორტს ქვეყნისათვის . ეს ერის გაერთიანების , სიამაყის , გამარჯვების სიხარულია . არა აქვს მნიშვნელობა , თუ რა სახეობამ შეიძლება მოგიტანოს ეს ემოცია . პირადად მე 2008 წლის ამბავს გავიხსენებდი , როცა გორის დაბომბვის შემდეგ , ცირეკიძემ ოლიმპიადაზე მიწაზე გააკრა რუსი მეტოქე საოცარი ილეთით , დღესაც სიხარულისა და ტკილის ცრემლის გარეშე , ვერ ვიხსენებ მაშინდელ ემოციას , დამარცხებული თუმცა მაინც ამაყი იმით , რაც ცირეკიძემ გააკეთა , მისი თვალები ყველაფერს ერთად ამბობდა . იმედია მოვა დრო და ფეხბურთი მოგვიტანს ამ ემოციას . სპორტი საწამლავია , თუ ერთხელ გაუსინჯე გემო , ვეღარასოდეს ვეღარ იტყვი მასზე უარს .
ATP 16
15 ივნისი 2021 09:08
0
ბრავო!
გიორგი
14 ივნისი 2021 17:36
0
92 წლის ფინალურ შეხვედრაში გერმანიას ვგულშემატკივრობდი, საერთოდ საქართველოს შემდეგ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს ისტორია არ ვიცოდი კიმ ვიკფორტზე, 92 წელს ასაკითაც პატარა ვიყავი და მაშინ არ იყო ინტერნეტი ასეთი განვითარებული და ხელმისაწვდომი, თორემ ეს ისტორია ალბათ ყველას ეცოდინებოდა და ვფიქრობ, ამ ამბის ფონზე, მეც დანიას ვუგულშემატკივრებდი. ეხლა ვხვდები როგორ მოახერხა დანიამ, იმ დროს მსოფლიო ჩემპიონის და აშკარა ფავორიტის, გერმანიის დამარცხება. მართლაც სევდიანი და გულდასაწყვეტი ამბავია, ვუთანაგრძობ კიმ ვილფორტს.
David
14 ივნისი 2021 17:30
0

სიახლეები პოპულარული