ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის რჩეულებში ჩაკვეტაძის თანაგუნდელიცაა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ უეფას ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესოები გამოავლინა. რჩეულ ხუთეულში ზოგიერთი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც შესაძლოა სუპერვარსკვლავები არ არიან, მაგრამ მართლაც მშვენიერი მატჩები ჰქონდათ.

სიაში მილანის "ინტერის" ორი ფეხბურთელია, ორი გერმანიის ბუნდესლიგას წარმოადგენს, ერთი კი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელია.


1. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) - "ლევერკუზენის" ფორვარდმა ისეთი გოლი გაიტანა, დიდი შანსია, ჩემპიონატის საუკეთესოდ დაასახელონ. შიკი მართლაც ბრწყინვალე იყო და შოტლანდიის ნაკრებს დუბლი შეუსრულა. 25 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარისკენ ხუთჯერ დაარტყა.

2. შტეფან ლაინერი (ავსტრია) - ავსტრიის ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია დამაჯერებლად
დაამარცხა (3:1), მათ მარჯვენა მცველ შტეფან ლაინერს კი მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა. "გლადბახის" 25 წლის ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, საგოლე პასიც ჩაიწერა და 4 ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. 

3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი) - მილანის "ინტერის" 26 წლის მცველს ძალიან კარგი თამაში გამოუვიდა -  გოლი გაიტანა და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის ნაკრებთან დაცვაში შეუდარებელი იყო - საჯარიმოდან ბურთი ცხრაჯერ გამოიტანა.


Sportall.Ge

4. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - "ინტერის" თავდამხსხმელმა რუსეთს კარში ორჯერ დაურტყა და ორივე გოლით დასრულდა. 28 წლის თავდამსხმელმა ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო. 

5. რომან იერემჩუკი (უკრაინა) - ნიდერლანდებთან შეხვედრაში "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო. უკრაინის ნაკრებმა მეტოქეს 0:2-იდან გაუთანაბრა. 25 წლის ფეხბურთელის გადაცემით ჯერ იარმოლენკომ მართლაც შედევრი შექმნა, შემდეგ კი თავად გაიტანა. 

უეფამ პირველი ტურის 4 რჩეული გოლიც გამოავლინა. შიკი და ლაინერი ამ ნომინაციაშიც არიან. აქვეა ანდრეი იარმოლენკოსა და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს გოლებიც.




იარმოლენკომ ნიდერლანდებს შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა, რონალდომ კი ავსტრიელების კარი აიღო. 


altავტოგოლი, გაძევება - შკრინიარმა ლევანდოვსკი გაანეიტრალა და გამარჯვების გოლიც გაიტანა [VIDEO]

altდრამატული მატჩი ამსტერდამში - უკრაინა ნიდერლანდებთან ქამბექთან ახლოს იყო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული