დანიელები რუსებს დამარცხებით და სახლში გასტუმრებით ემუქრებიან

AutoSharing Option
21 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში, უკანასკნელ ტურში, დანიის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. დანიელები უქულოდ არიან და გამარჯვების დიდი იმედი აქვთ. მატჩის წინ Sport.tv2.dk-სთან კომენტარები მწვრთნელმა კასპერ იულმანდმა და თავდამსხმელმა იუსუფ პოულსენმა გააკეთეს:

იულმანდი: "რუსებსაც რაღაც ეხერხებათ. ფეხბურთის თამაში იციან. რთულ შეხვედრას ველით. მათ ფრე აწყობთ. მიხარია, რომ სანკტ-პეტერბურგში კი არა, კოპენჰაგენში ვითამაშებთ.

დავიღალე იმის ლაპარაკით, რომ კარგად ვასპარეზობთ, მაგრამ ვმარცხდებით. უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ".

პოულსენი: "მხოლოდ მოგებას ველი. ეს ერთადერთია, რაც შეიძლება ჯგუფიდან გასვლაში დაგვეხმაროს. თუ ისეთი გუნდი ვერ დაამარცხე,
როგორიც რუსეთია, მაშინ შემდეგ ეტაპზე გასვლას არ იმსახურებ. ჩვენ მიზნის მიღწევა შეგვიძლია".


მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გასვლაზეა ლაპარაკი,ცენრამდე ვერმივლენ,ნახავტ სულმალე.
imereli
21 ივნისი 2021 12:38
10
გაუშვეს კიდეც სახლში, როგორც მოსალოდნელი იყო!
შაკო
22 ივნისი 2021 01:12
0
რუსეთი გავა ორი აზრი არაა
პროგრესული ქართველი
20 ივნისი 2021 22:40
27
ვერ გავა დანია გაუშვებს სახში
შაკო
21 ივნისი 2021 12:27
0
ლუკაკუს ქვეშიდან ვერ გავა. ვერასდროს აწი
LUKAKU.
22 ივნისი 2021 02:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული