სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

ორივე მატჩი - ინგლისი-სლოვენია და დანია-სერბეთი, უგოლოდ დასრულდა.

შედეგად, 5 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 3 ქულით მეორე - დანიამ, ამდენივე ქულით მესამე - სლოვენიამ, ხოლო 2 ქულით მეოთხე - სერბეთმა.

ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ინგლისი - სლოვენია 0:0

მიუნხენი. „ალიანც არენა“
დანია - სერბეთი 0:0


. სლოვენიამ მეორედ მიიღო ევროპირველობაზე მონაწილეობა და პირველად ითამაშებს პლეი-ოფში.
.
დანია მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.
. უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივრებმა ნაკრების მწვრთნელ საუთგეიტს შეხვედრის დასრულების შემდეგ პლასტმასის ჭიქები ესროლეს.

altდანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
მაშინ თურქეთი გავარდება.
კითხვას
16:17 26-06-2024
0
რა ხდება თუ ჩვენც მოვიგეთ და ჩეხებმაც?
კითხვა
12:17 26-06-2024
1

სიახლეები პოპულარული