ომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე, უკანასკნელ ტურში, B ჯგუფში, ორი დრამატული მატჩი გაიმართა.

ბელგიამ ყველას სძლია და დამსახურებულად გავიდა პირველ ადგილზე.

ბელგია მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდა, ფინეთმა კი თავის დაცვა და პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულება მოახერხა. სამაგიეროდ, ლუკაკუმ 65-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირეს და გოლი გაუუქმეს. 75-ე წუთზე ბელგიამ ისევ გაიტანა - ვერმაელენის თავით დარტყმული ბურთი ძელს, შემდეგ კი მეკარე ჰრადეცკის მოხვდა და კარში აღმოჩნდა. შემდეგ ლუკაკუმაც გაიტანა და ბელგიამ ჯგუფში მესამე გამარჯვება იზეიმა.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
ფინეთი - ბელგია
0:2

გოლები: 0:1 ჰრადეცკი (75, საკ. კარში), 0:2 ლუკაკუ (82)

დანია ევროპირველობის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც სასტარტო ორი მატჩის წაგების შემდეგ პლეი-ოფში გავიდა.

აქამდე უქულოდ მყოფი დანია პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, 39-ე წუთზე დამსგორმა შორიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. ამ სიტუაციაში რუსეთი ბოლო ადგილზე გადიოდა და მეორე ტაიმში თამაშის გარდატეხა მართებდა. შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი, უხიფათო შეტევებით დაიწყო, 59-ე წუთზე კი ზობნინმა უკან გადაცემა გააკეთა, პოულსენი მეკარე საფონოვთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში 2:0 გახდა. სხვათა შორის, პოულსენი ამბობდა, თუ რუსეთის დონის გუნდს ვერ მოვუგეთ, პლეი-ოფში არაფერი გვესაქმებაო.

თუმცა 69-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა და ძიუბამ ანგარიში შეამცირა. ამას დანიელთა რამდენიმე მომენტი, საფონოვის კარგი თამაში და კრისტენსენის დიდებული გოლი მოჰყვა. მერე დემორალიზებული რუსეთის კარი მელემაც დალაშქრა და დანიამ იმარჯვა.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - რუსეთი 4:1
გოლები: 1:0 დამსგორი (39), 2:0 პოულსენი (59), 1:2 ძიუბა (69, პენ), 3:1 კრისტენსენი (76), 4:1 მელე (82)

ასე და ამგვარად, ჯგუფში ბელგიამ იპირველა, მეორე ადგილზე დანია გავიდა, მესამეზე - ფინეთი, ხოლო მეოთხეზე - რუსეთი.

26 ივნისს, ამსტერდამში, დანია 1/8-ფინალში უელსს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჯიქია გილოცავ)))))))))))
Io
22 ივნისი 2021 01:08
6
გილოცავთ!!! თუმცა მე თქვენ გეტყვით და გაგიჭირდებოდათ!!!
რუსოფილებო!!!
22 ივნისი 2021 01:04
5
ამ თამაშის მერე ვინმეს გული კიდე წყდება ჯიქიაზე? კიდევ კაი რუსეში აირჩი რაც სისულელები აკეთა ჩვენი ცენტრები უფრო კარგად გამოიყურებიან
Nick
22 ივნისი 2021 12:12
2
ეს თამაში საერთოდ არ არის საზომი. რა მნიშვნელობა აქვს ჯიქია როგორ გამოიყურებოდა? ნესტა, რომ იყოს საერთოდ არ უნდა გწყდებოდეს გული ადამიანზე რომელმაც აირჩია რუსეთი იყოს სამშობლო. ამას გარდა რაც მაგან ქართველებზე საზიზღრობები ილაპარაკა ერთ-ერთ ინტერვიუში, მეგრელები საქართველოში ცალკე ეთნოსიაო, ქართველების მიერ ჩაგრულიო და ასეთები...
ზურა
22 ივნისი 2021 13:26
0
ნამდვილი დღესასწაული.... გაუმარჯოს დანიას ამ სიხარულის მოტანისთვის...მიუჩინეს თუ არა თავისი ადგილი...
ნეტა მაგ ქვეყანაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები (ან თუნდაც კალათბურთელები) ვის ქომაგობდნენ??? (ნუ ვიღაც ჯიქიაზე საუბარი საერთოდ ღირს?)
ID
22 ივნისი 2021 12:05
10
ჯიქია სად დარბოდა ? განსაკუთრებით მეოთხე გოლზე , რეები გააკეთა ? სად იყურებოდა? სად გარბოდა? საცოდაობა იუო! / ეხლა რო ვულვირდები , თურმე რა ტყუილად მწყდებოდა გული, გაუჭირდებოდა ჩვენ გუნდში ძირითადში მოხვედრა! რუსეთის ნაკრები ძალიან დაბალი დონეა, ასე იყო ყოველთვის,! ჩემი თუ არ გჯერათ გადაავლეთ ბოლო 35 წელიწადს თვალი და ნახავთ.
Vasili
22 ივნისი 2021 09:13
3
არც ღირს მაგაზე ლაპარაკი. აისრულა ოცნება - მსოფლიო და ევროპა ითამაშა.ნამდვილად არ არის საინტერესო მაგისი თამაში და წარმატებები
: )))))))
22 ივნისი 2021 11:04
0
ჯიქიამ „მსოფლიო დონის“ გუნდი აირჩია სამშობლოს ფადად :(
ზურა
22 ივნისი 2021 08:23
3
რატომ "სამშობლოს ფასად"????...მისი სამშობლო რუსეთია და იქ არის სადაც უნდა იყოს, ჩვენთან რატომ უნდა ყოფილიყოს ეს არის საკითხავი, ან კი გჭირდება?
saba
22 ივნისი 2021 11:54
1
140 მილიონიანი ქვეყანა))) ღმერთო, რა უნიჭოები არიან
1-0
22 ივნისი 2021 02:39
1
40 წლის კაცი ვარ და დაფიცებული მაქვს რომ არავის ცუდი არ გამიხარდება, მაგრამ გული ნაღდად არ დამწყდება, უბრალოდ უდონო გუნდია, კლასი საერთოდ არა აქვთ, 140 მილიონიან ქვეყანაში სადაც ამდენი ფული იხარჯება, გასაკვირია
მეგრელი
22 ივნისი 2021 04:07
1
ვუთანაგრძნობთ კავაზაშვილს
Nedved
22 ივნისი 2021 02:18
2
ასეთი ფანტასტიური თამაში მხოლოდ რუსეთს თუ ეხერხება :)
saba
22 ივნისი 2021 02:13
1

სიახლეები პოპულარული