ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის გამო ბელგიისა და შვედეთის ნაკრებების მატჩი შესვენებაზე შეწყდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. უსაფრთხოების მიზნით გულშემატკივრებს სტადიონზე დარჩენა სთხოვეს და მხოლოდ მოგვიანებით გაიყვანა პოლიციამ.
მატჩი უახლოეს ხანში არ განახლდება და შვედეთის ნაკრები სამშობლოში გაემგზავრა.
არენაზე 35 ათასი მაყურებელი იმყოფებოდა, ტერორისტმა კი შეხვედრის დაწყებამდე ორი შვედი ავტომატური იარაღით მოკლა და ერთი დაჭრა.