იტალიამ ბელგია გაიარა და ნახევარფინალში ესპანეთზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში იტალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება.

იტალია ინიციატივას ფლობდა, მე-14 წუთზე ბონუჩიმ სტანდარტის შემდეგ გაიტანა, მაგრამ საქმეში ვიდეოგამეორება ჩაერია და გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა. 31-ე წუთზე კი ბარელამ წესების სრული დაცვით დალაშქრა კურტუას კარი. ტაიმის დასასრულს ინსინიემ თავისი საფირმო დარტყმით დაამწუხრა მეტოქე და „სკუადრა აძურა“ 2:0 დაწინაურდა. თუმცა, შესვენების წინ 19 წლის დოკუ საჯარიმოში დი ლორენცოსთან ბრძოლაში დაეცა, მსაჯმა დასახმარებლად VAR-ს უხმო, თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ლუკაკუმ ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით წარიმართა და
ლუკაკუს ცარიელ კარში ბურთი სპინაცოლამ არ შეაგდებინა. შემდეგ შადლი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, ბურთი კარის წინ ასწია, მაგრამ ვერც ლუკაკუმ და ვერც ტ. აზარმა ვერ მოახერხეს გატანა. 76-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო იტალიელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, მცველმა სპინაცოლამ და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

დარჩენილ დროში მანჩინის შეგირდებმა მოწინააღმდეგეს საჯარიმოს მისადგომები გადაუკეტეს და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

ბელგია - იტალია 1:2
გოლები: 0:1 ბარელა (31), 0:2 ინსინიე (44), 1:2 ლუკაკუ (45, პენ)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ინსინიე დაასახელეს.
. იტალიამ ზედიზედ 13 მატჩი საერთო ანგარიშით 36:2 მოიგო.
. იტალიამ რეკორდი განაახლა - 32 მატჩის მანძილზე არ დამარცხებულა.
. ლუკაკუმ მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს აქვს გატანილი - 5.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Indiviadualurad saprangetze magari nakrebi aravis kavda.magram kidev ertxel damtkicda gunduroba da mcvrtnelis roli..martalia dehamma saprangets msoplio moagebina iseve rogorc liovma germanoas.magram maati resursi amocurulia...inglisi italia mgonia pinali
Labirinti..
03 ივლისი 2021 19:14
0
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ,იტალიას ასე ლამაზად და შემტევ სტილში არასოდეს უთამაშია.მაშინ მათ ძალა,ნახევარფინალის პირველი ტაიმის ჩათვლით ეყოთ და ჯერ ნახევარფინალი დათმეს,მერე კი,მატჩიც,მესამე ადგილისათვის.ახლაც როცა ჯგუფში მისი პირველი თამაში ვნახე,დავწერე,რომ ეს საჩემპიონო თამაშია,მაგრამ ბოლომდე ძალები არ ეყოფათ მეთქი.იტალია ახლაც საჩემპიონო თამაშს აჩვენებს და ნახევარფინალში გავიდა,მაგრამ სპინაცოლა დაკარგა და ჩემი შიში უფრო საფუძვლიანი გახდა.ახლა უბრალოდ ძალიან მინდა,იტალიას ეყოს რესურსი და ჩემპიონი გახდეს.ეს იმდენად იტალიისათვის კი არა,ფეხბურთისათვის იქნება კარგი
სოსო
03 ივლისი 2021 13:51
0
სად არიან პროფესორები იტალია არაფერი გუნდიაო, ძლიერ გუნდს არ შეხვედრიაო. რა ქნას მეტი....
გია
03 ივლისი 2021 10:40
1
Forza Italia! ამ ჩემპიონატზე ნამდვილ საჩემპიონო თამაშს მხოლოდ იტალია აჩვენებს
შაკო
03 ივლისი 2021 10:29
0
დიდებული თამაში იყო.მეეჭვება, რომ უკეთესი ხარისხის მატჩი კიდევ ვნახოთ,ამ ჩემპიონატზე.ძალიან ვწუხვარ,სპინაცოლას გამო,მთელი ჩემპიონატი განმავლობაში,ბრწყინვალედ თამაშობდა და ძალიან მოაკლდება, იტალიის ნაკრებს.
სოსო
03 ივლისი 2021 09:56
0
ლუკაკუ არა და ისა... გაუმარჯოს იტალიას!
gio
03 ივლისი 2021 08:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული