ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ დანიელთა კარში დანიშნულმა პენალტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბევრი მიიჩნევს, რომ "სამ ლომს" მიზანმიმართულად უწყობენ ხელს.
ყველაზე ყურადსაღები განცხადება ლივერპულისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა გააკეთა, რომელმაც მსაჯი მინიშნებით დავალების შესრულებაში დაადანაშაულა: "სამარცხვინო გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ უნდა გააკეთო ის, რაც შენგან მოითხოვება, მაგრამ ამას ხომ ბავშვები უყურებენ".
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა აღიარა, რომ არბიტრს თერთმეტმეტრიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაენიშნა, მილიონი შემთხვევიდან არც ერთში, ვინაიდან სტერლინგზე შეხება ძალიან სუსტი იყო.
"რომას" მწვრთნელმა
ჟოზემ მოურინიომ თქვა, რომ ასეთი პენალტის დადებით იმედგაცრუებულია და ინგლისს თავისით, დახმარების გარეშე უნდა მოეგო.
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელის, იური სიომინის აზრით, ეს დიდებული მატჩი არბიტრის შეცდომამ გააფერმკრთალა.
ხაზგასასმელია, რომ ვიდრე საჯარიმოში სტერლინგი წაიქცეოდა, მოედანზე ორი ბურთი იყო და მსაჯს, დანი მაკელის, თამაში უნდა შეეჩერებინა.
სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრები ხუმრობენ და ამბობენ, რომ VAR-ზე მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II მუშაობდა.