მოგეხსენებათ, "არისტოკრატების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ სტერლინგი ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთა და აცნობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გუნდი უნდა დატოვოს.
რაც შეეხება სანჩოს, ინგლისელი "მანკუნიანელთა" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სამომავლო გეგმებში არ ჯდება და დიდი ხანია, რაც მანჩესტერული კლუბი მის გაყიდვას ცდილობს.
მოლაპარაკებებს სტერლინგის ანაზღაურება ართულებს, გამოცდილი შემტევი ყოველკვირეულად 325 000 ევროს გამოიმუშავებს.