როტერდამელი პოლიციელი, რომელმაც დანია სახლში გაუშვა - მაკელეს მეორე დიდი სკანდალი ერთ წელში

AutoSharing Option
ნიდერლანდელმა რეფერი დანი მაკელემ კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი გუშინ, 7 ივლისს იმსაჯა და ინგლისის ნაკრებს დანიასთან, ფაქტობრივად, მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ მაკელემ ინგლისის ნაკრების ზედიზედ მეორე შეხვედრაზე იმუშავა მთავარი მსაჯის სტატუსით (იქამდე გერმანიასთან, 1/8-ფინალში).

ჯერ არ გამოჩენილა საფეხბურთო პერსონა, რომელიც იტყოდა, რომ მაკელეს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დანიის ნაკრების კარში დანიშნული პენალტი სამართლიანი იყო. VAR-ის სისტემის არსებობამ კი შეთქმულების თეორია გააძლიერა, როგორ შეიძლებოდა არ დაენახათ, რომ მელესა და სტერლინგს შორის შეხება სრულად უმნიშვნელო იყო და ინგლისელთა შემტევმა ვარდნა დანიელ მცველთან შეხებამდე
დაიწყო.

ვინ არის დანი მაკელე?

ნიდერლანდელი, რომელმაც სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, პოლიციელია და ფეხბურთთან შეთავსების გამო სამართლდამცველის მოვალეობას ამჟამად ნახევარ განაკვეთზე ასრულებს.

მაკელე ნიდერლანდურ სამხედრო გემზე კურასაოში, კარიბის ზღვაში დაიბადა და ჰოლანდიაში მაშინ დაბრუნდა, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. 10 წლის ასაკამდე აქტიურად თამაშობდა კალათბურთს და მატჩების განსჯა თინეიჯერის ასაკიდან დაიწყო.

მას შემდეგაც კი, როცა მსაჯთა ელიტაში შეაბიჯა, პოლიცია არ დაუტოვებია. მაკელე დღემდე როტერდამის პოლიციაში ინსპექტორად მუშაობს - ხან ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მსაჯობს, ხან კი დამნაშავეებს დასდევს.

მაკელეს აქამდეც ჰქონდა გამოცდილება, ემსაჯა ინგლისის ნაკრების მატჩები. 2015 წელს ნიდერლანდელმა გარეთ საუთგეითის გაწვრთნილი ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების პირველი შეხვედრა განსაჯა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც გუნდი დამარცხდა.

აი, ჰარი კეინს კი დანის მიერ ნამსაჯ მატჩებზე კარგი მოგონება აკავშირებდა - 2019 წელს ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემმა“ „დორტმუნდს“ სწორედ კეინის გოლით მოუგო.

რომელი იყო ყველაზე დიდი მატჩები ნიდერლანდელის კარიერაში?

მაკელე იყო მსაჯი იმ შეხვედრისა, როცა 2 წლის წინ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან „ლიონმა“ გამოაგდო. ეს ¼-ფინალური ეტაპი გახლდათ და იმ მატჩში კაილი უოქერმა ითამაშა.

აქამდე კი, აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონთა ლიგის სეზონში „რეალისა“ და „ჩელსის“ შორის გამართული მადრიდული ნახევარფინალი განსაჯა. ეს მაკელეს კარიერაში გუშინდელ დღემდე ყველაზე დიდი შეხვედრა იყო.

38 წლის ნიდერლანდელი უეფას ახალგაზრდა რეფერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და ევრო 2020-ის ერთ-ერთი გახსნითი მატჩი მიანდეს (იტალიასა და თურქეთს შორის).

აღსანიშნავია, რომ უეფაში აღიძრა საქმე, რომელიც ჰარი კეინის დარტყმის დროს კასპერ შმეიხელისათვის თვალებში ლაზერის შენათების ფაქტის გამოძიებას ეხება, მაგრამ VAR-ის მსაჯსაც ლაზერს ანათებდნენ თვალებში, როცა პენალტის ეპიზოდის გამეორებებს უყურებდა?

იყო საუბარი, მეორე ბურთის მოედანზე ყოფნის გამო უნდა შეჩერებულიყო თამაში ან პენალტი არ უნდა დანიშნულიყოო. ეს მცდარი აზრია, რადგან ის ბურთი ფეხბურთელებს ხელს არ უშლიდა და წესების მიხედვით, ამ ნაწილში მაკელემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საინტერესო გარემოება მაკელეს გარშემო ბევრია... სწორედ დანი მაკელემ არ ჩაუთვალა აშკარა გოლი პორტუგალიის ნაკრებს სერბეთთან შეხვედრაში. იმდენად აშკარა შეცდომა იყო, ბოდიში მოიხადა. თუმცა ბოდიშიც ასეთი უნდა, მალევე ანდეს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის განსჯა.

გარდა ამისა, მაკელე პოლიციელია, ხოლო სამართალდამცველები ამბოხებულობით არ გამოირჩევიან. ის ახალგაზრდა, დამჯერი ნიდერლანდელია. უეფა ყველანაირად ცდილობს ასიამოვნოს ინგლისურ ფეხბურთს. სწორედ ამის გამო ითამაშა ნაკრებმა ყველა მატჩი სამშობლოში. ბელგიელებს უეფამ რამდენიმე დღე არ აპატია (წესით, იქ უნდა ეთამაშა ჯგუფური ეტაპი და 1/8-ფინალი). ამის შემდეგ, რატომ არ შეიძლება დაენიშნა ის მსაჯი, რომელიც დაელოდებოდა შესაბამის მომენტს და საჭირო დროს ინგლისელებს მცირედით წაეხმარებოდა?

რასაკვირველია, ინგლისს პენალტების სერიაში ან იქამდე რომ მოეგო, ვერავინ იტყოდა, რომ არ იმსახურებდნენ. მეორე ტაიმიდან მოყოლებული, დანელებს აშკარად სჯობდნენ, თუმცა ერთია, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

ამ მატჩზე მსაჯად დანიშვნის კიდევ ორი კანდიდატი იყო - რუსი სერგეი კარასიოვი და გერმანელი ფელიქს ბრიხი. კარასოვის სტილით თუ ვიმსჯელებთ, რუსი აქ პენალტს არ დადებდა, ცხადია, თუ ზევიდან არ ეტყოდნენ... აი, ფელიქს ბრიხი კი, დიდი ალბათობით, ყვითელ ბარათს რაჰიმ სტერლინგს მისცემდა.

მაკელე ახალგაზრდა მსაჯია, ამბიციური, რომელსაც შეცდომები უხვად აქვს... რა უნდა გააკეთო, როცა ამბიცია და შეცდომები თანაბრად მოგდევს? "ჭკვიანი" ბიჭი უნდა იყო. მაკელე კი ზუსტად ასეთია... რა გააკეთა, როცა პორტუგალიის თამაშისას კატასტროფული შეცდომა დაუშვა? უკანმოუხედავად, მეორე დღესვე ის ლაინსმენი გაათავისუფლა, რომელთან ერთადაც 10 წელზე მეტი მსაჯობდა, პორტუგალიელებს კი ბოდიში მოუხადა.

მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, უფრო მარტივი... დანიელებმა გატანილი ჯარიმის დროს წესები დაარღვიეს და ინგლისელთა კედელთან მივიდნენ... არაა გამორიცხული, რომ ნიდერლანდელმა ეს მომენტი ნახა და ინგლისელებს ხურდა დაუბრუნა. მსგავსი რამ მსაჯების შემთხვევაში ხშირად ხდება.

თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, ფინალიც მაკელემ განსაჯოს. რატომაც არა? თუ არა, ეს შესაძლოა, უეფას მხრიდან იმის ირიბად აღიარებას ნიშნავდეს, რომ დანიმ შეცდომა დაუშვა...

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
რეფერის ქართულად ჰქვია "მსაჯი".
ნიდერლანდელმა რეფერი მაკელემ კი არა, ნიდერლანდელმა მსაჯმა მაკელემ.
რა ქართულით წერთ?
08 ივლისი 2021 21:26
3
მაგარი ფინალისტები არიან ერთი გუნდი იმიტომ გავიდა რომ პენალტი არ დანიშნეს მეორე იმიტომ რომ პენალტი აჩუქეს.... :) :) :)
912
08 ივლისი 2021 20:01
24
მოიცადე ვის არ დაუნიშნეს პენალტი, ბელგიას? :))))
ის პენალტი, რაც დაუნიშნეს ბელგიას, ისიც ნაჩუქარი იყო.
912-ს
09 ივლისი 2021 01:37
0
ესპანეთს არ დაუნიშნეს კიელინის ხელით თამაშის დროს
912
10 ივლისი 2021 09:48
1
პენალტი იყო და არცერთი მსაჯი სადაოდ არ მიიჩნევს. დანიის ნაკრების წარმომადგენლებაც ნახეს "ვარ" ჩანაწერი ყველა რაკურსით და პრეტენზია არ გამოუთქვიათ. ასე რომ, ის ვითომ კრიტიკა თითიდან გამოწოვილია და მხოლოდ სატელევიზიო ტრანსლაციის ჩანაწერებით თვლიან საეჭვოდ. ამ კონკრეტულ მატჩში დანიის გულშემატკივრები კი, რომელთა აზრი საერთოდ უინტერესოა, თავიანთი მიკერძოებული, სუბიექტური მიდგომით თითქოს მსაჯს ედავებიან, მხოლოდ ირონიას იწვევს. სხვადასხვა უცხოურ გამოცემებში მეტად საეჭვოდ მიიჩნევენ ჯარიმას, რომლის შემდეგ დანიის ნაკრებმა გოლი გაიტანა.
თემო
09 ივლისი 2021 11:57
22
პენალტი არ ყოფილა და მაგას ყველა იზიარებს ინლგისის თავგადაკლული გულშემატკივრების გარდა.
იძახეთ იყო, იყოო, სხვა რა გზა გაქვთ მსაჯის დახმარების გარესე ინგლისი ვერასოდეს ვერაფერს აღწევს. 1966 მსაჯები ეხმარებოდნენ მტელი ტურნიერი.
თემოს
09 ივლისი 2021 13:10
1
გარი ნევილ გიცანით
Maestro
09 ივლისი 2021 15:55
0
იტალია უსათუოდ მოუგებს ინგლისს.
tamazi
09 ივლისი 2021 20:52
0
ე.ი რა გამოდის თუ უნდათ მაინც დანიშნავენ ან არ დანიშნავენ. ვარი უბლალოდ შირმაა აბა ეს პენალი რა დასადები იყო. 66 შიც ჩათვლიდნენ იმ გოლს ვარიც რომ ქონოდათ. ალბათ ასე იყო ტავიდანვე რო უნდა გაემარჯვა ინგლისს. აჯობე და მოიგე ალალად ესაა სპორტი წესით.
ქართველი
09 ივლისი 2021 09:49
2
თუ იცით "ვარ" სისტემის შესახებ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ მისი დასკვნა არასოდეს დაუყენებიათ ეჭვის ქვეშ. სხვადასხვა ადამიანების მიერ გამოთქმული აზრი კი, რომელიც ერთი რაკურსიდან დანახულ მომენტს ეხება, თანაც სუბიექტური მიდგომით(ძირითადად, დაზარალებულის მომხრეები), რა თქმა უნდა, სათვალავში არ ითვლება. თუ რაიმე საეჭვოა, დანია გააპროტესდებდა. ვინც საჭიროა, იმათმა ნახეს და საწინააღმდეგო არაფერი უთქვამთ. ისე, თუ დააკვირდით, დანიელების ჯარიმა, რომლის შედეგად გოლი გავიდა, ნამდვილად საეჭვო იყო.
მამუკა
09 ივლისი 2021 11:16
9
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნახევარფინალის მსაჯი ფინალში დაენიშნათ. ასე რომ, ეს არაფრის მინიშნება არ იქნება
Alexandre
09 ივლისი 2021 10:50
2
ვაბშე როგორ შეიძლება პოლიციელი მსაჯი იყოს! ეს მატჩი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა. ვფიქრობ შმეიხელი აჯობებდა პიკფორდს. თუმცა ეგ არავინ იცის რა მოხდებოდა. აბსურდული პენალტი რომ არა
დავით67
10 ივლისი 2021 00:20
1
ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ მსაჯი პარალელურად მუშაობს სხვაგანაც. მხოლოდ მსაჯობით მდიდარ ქვეყნებშიც ვერ ცხოვრობენ წელგამართულად.
!!!
01 სექტემბერი 2021 16:17
0
კაი ერთი თუ ძმა ხართ, აშკარად აჯიობა ინლგისმა დანიას, ისე დანია ძალიან კარგი გუნდია ზოგადად.
kaxa
09 ივლისი 2021 20:21
1
ეს ყველაფერი ანტიპიარი და მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანის მცდელობაა,მაგრამ მაგაზე არავინ წამოეგება.ინგლისი იტალიას მოუგებს თავისივე კოზირ(ებ)-ით,ძირითად დროში.იტალიამ იმდენად მძლავრად დაიწყო ტურნირი და ყველაფერი აჩვენა ისიც საკითხავია რაიმე კოზირი თუ შემორჩათ.აი,ინგლისის ნამდვილად კარგი თამაში კიდე არავის უნახავს,იმედია ფინალში ვნახავთ.
alex
09 ივლისი 2021 22:05
10
ინგლისი იტალიას მოუგებს არა ტოროლა
გიორგი
10 ივლისი 2021 00:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული