ევროპაში შეიცვლება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში გუნდების შერჩევის სისტემა

AutoSharing Option
ევროპაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შერჩევის სისტემა შეიცვლება. აღნიშნულ ინფორმაციას უეფა ავრცელებს. აღმასრულებელმა კომიტეტმა ცვლილებების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი მზად არიან ცვლილებები შეიტანონ საკვალიფიკაციო ეტაპის სტრუქტურაში.

შესარჩევ ტურნირზე 12 ჯგუფი შეიქმნება. თითოში ოთხი ან ხუთი გუნდი იქნება. ის ნაკრებები, რომლებიც პირველ პოზიციაზე გავლენ, ფინალური ეტაპის საგზურს პირდაპირ მიიღებენ. მეორეადგილოსნები ან პირდაპირ გავლენ ზემოხსენებულ გათამაშებაში, ან მონაწილეობას პლეი-ოფში იმ გუნდებთან ერთად მიიღებენ, რომლებსაც ერთა ლიგიდან პლეი-ოფში თამაშის უფლება ექნებათ მოპოვებული.

ცვლილებები ძალაში ევრო 2024-ის შემდეგ შევა. შესაბამისად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი შესარჩევი
ეტაპიდან დაიწყება.

წყარო: Sport News
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია, ამ სისტემით რომ გახვალ მაშინ ხარ ძლიერი. მარტო მონაწილეობა საკმარისი არ არის!.
თენგო
26 იანვარი 2023 20:59
0
ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით,ეს ჩვენს შანსებს პირიქით,ამცირებს
qomagi
26 იანვარი 2023 15:12
2
რატო?
beqa
26 იანვარი 2023 17:06
0
და პირდაპირ ,,ვაილდ ქარდი" რომ მოგვცენ ჰა? ან თვითონ რას წყალობენ ან ჩვენ რას გვაწვალებენ ))
Bs
26 იანვარი 2023 14:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული