მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და ოლმოს გოლით დაგვირგვინდა. სტუმრებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მეტოქის ნახევარზე აწევა და ორი მომენტიც შექმნეს: ედეგორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ეურსნესის დარტყმული ბურთი მეკარე არისაბალაგამ მოიგერია.
ნორდები მეორე ტაიმის დასაწყისშიც არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ, არისაბალაგამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. ესპანელები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მწვავედ ვერ უტევდნენ, თამაშიც ვერ იყო მთლად თვალსასეირო. ნორვეგიას კონტრიერიშისას მიეცა კარგი შანსი, თუმცა სიორლოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ხოსელუმ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და „ფურია როხამ“ ახალი მწვრთნელის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით გამარჯვება მოიპოვა.
ნორვეგია, შესაძლოა, არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ესპანეთმა უფრო კლასის ხარჯზე დაჯაბნა.
28 მარტს ნორვეგია ბათუმში საქართველოს ნაკრებს შეხვდება, ხოლო ესპანეთი გასვლაზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.
. ესპანეთმა 2003 წლის მერე კონტინენტის პირველობის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 23 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც რეკორდია.
მალაგა. „ლა როსალედა“
ესპანეთი - ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)
ამბიციის და სურვილის მეტი არაფერი არ გვაქვს. ამიტომაც ვერ გავდივართ. ფეხბურთელები გყავს უკეთესი? (მარტო კვარა და მამარდა). მწვრთნელები გყავს უკეთესი? ფეხბურთის სპეციალისტები გყავს უკეთესი? ცოდნა გაქვს? პროფესიონალიზმი გაქვს? მენეჯერები გყავს? ფული გაქვს? მარკეტინგი გაქვს? მოედანი გაქვს? რამე გაქვს? ჩამოდით მიწაზე.
პ.ს. უბრალო მაგალითს მოვიყვან. წელს 21-ანები ტურნირი იმართება საქართველოში. სამეულში თუ მოხვდი ოლიმპიადაზე წახვალ. ცუდი ტრამპლინია??????????????? მე რომ ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო, დავიკიდებდი ყველაფერს და მთელ რესურსს მივმართავდი ოლიმპიადაზე წასასვლელად. თუნდაც ყველას საგინებელი გავმხდარიყავი, თუნდაც შედეგი არ ან ვერ დამედო, მაინც აქცენტს ოლიმპიადაზე გადავიტანდი.