"ჯვაროსნების" მეტოქის დიდი სენსაცია - ყაზახეთმა დანიას შემოუტრიალა და რა შემოუტრიალა!

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, H ჯგუფში ყაზახეთმა სახლში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა დანიასთან - 3:2.

სტუმრები პირველ ტაიმში დუბლით "ატალანტას" 20 წლის თავდამსხმელმა ჰეილუნდმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ყაზახეთმა, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, პირველ ტურში სლოვენიასთან 1:2 წაგების შემდეგ, ძლიერ მეტოქეს სძლია და 16 ივნისს გასვლაზე სან-მარინოს შეხვდება. რაც შეეხება დანიას, 1 მოგება და 1 წაგება აქვს და შემდეგ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ნურ-სულთანი. "ასტანა-არენა"
ყაზახეთი - დანია 3:2
გოლები: 0:1
ჰეილუნდი (21), 0:2 ჰეილუნდი (35), 1:2 ზაინუტდინოვი (73, პენ), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)
გაძევება: სამოროდოვი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვააა იქნება ყაზახეთი ჯგუფიდან გავიდეს და ჩვენ კი ერთა ლიგის ფინალში უბრძოლველად გავიდეეთ DD
zura222
26 მარტი 2023 19:59
23
არა, ეგრე სადაა... მაშინ მეორეზე გასული აზერები დაიკავებენ ყაზახეთის ადგილს... მაგ ყველაფერს კიდევ ის სჯობს, ჩვენ გავიდეთ ჯგუფიდან და არც ერთზე აღარ ვიფიქროთ...
ვოოტ
26 მარტი 2023 20:12
1
იციან ბაბაებმა, რომ ჩვენთან მაინც არაფერი გაუვათ და ჯგუფიდან გასვლას აწვებიან...
დდდ
26 მარტი 2023 19:55
8
ჩვენ უნდა გადავიბაროთ ყაზახთაგან ესტაფეტა და გავაგრძელოთ სკანდინავთა რბევა.დ
რრრ
26 მარტი 2023 19:25
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული