ყაზახეთმა მოიგო, ჯგუფის თანალიდერია და შეიძლება საქართველოს ნაკრებს არ შეხვდეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, H ჯგუფში, მეექვსე ტურში ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევიც დაესწრო და პირთამდე სავსე სტადიონზე მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ნამატჩევს პრეზიდენტი გასახდელში შევიდა, ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და რჩევაც მისცა - ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გმართებთო.

ამ მომენტისთვის ჯგუფში 12-12 ქულით ლიდერები ფინეთი და ყაზახეთი არიან, მესამე ადგილზე 10 ქულით დანიაა, რომელიც დღეს სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება.

ყაზახეთმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველად მოიპოვა 12 ქულა და შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს
გასვლაზე დანიასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთი ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეა - თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: სამოროდოვი (27)
მკითხველის კომენტარები / 40 /
შვიდითერთოვიჩები ეხლა ნახეთ თქვენ ნორვეგიასთან :))) ინტერვიუბეც იციან როგორ უნდა მისცენ ნუუ ამათ ჰალანდი ყავთ იქ ციოდა ჩვენ უფრო თბილ ამინდში ვარ ნაჩვევი და ასე შემდეგ :)))
Giorgi
11 სექტემბერი 2023 02:57
13
ჩვენი მთავარი პრობლემა ფიზიკურ მდგომარეობაშია და მეორე- ნაკრების მწვრთნელში.მწვრთნელის ამოცანაა მაქსიმალურად გამოამჟღავნებინოს ფეხბურთელებს თავისი შესაძლებლობები სწორად შერჩეული ტაქტიკისა და საწვრთნელ პროცესებში ტექნიკური დეტალების გულმოდგინედ დამუშავების მეშვეობით.კი ძალიან ნელი და ზოზინა გუნდი გვყავს მაგრამ საქმეც იმაშია ,რომ ასეთ შემთხვევაშიც კი მათგან კარგი მწვრთნელი უკეთეს შედეგს დადებდა.ისე თუ დროზე არ მივხედეთ ამ საქმეს რასაც მოედანზე სწორი და სწრაფი მოძრაობა ქვია,მალე ჩვენ ვეღარცერთ ნაკრებს ვეღარ მოვუგებთ დედამიწის ზურგზე,ვინაიდან ამ მიმართულებით აბსოლიტურად ყველამ გაგვასწრო.შეხედეთ როგორ თამაშობენ და რა შედეგებს დებენ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვემოთ მყოფი გუნდები
ეეეჰ
11 სექტემბერი 2023 01:41
2
რავიცი გენეტიკაო! ყაზახეთი სომხეთი და აზერბაიჯანი გვჯობნის
ტოტი
11 სექტემბერი 2023 01:12
1
ესეც შენი აზერბაიჯანი )))

1
Belgique

2.
Autriche

3.
Suède
4
Estonie
5
Azerbaïdjan
ტოტის
11 სექტემბერი 2023 19:28
1
აზერბაიჯანი ??? )))))))))
))))))))))
11 სექტემბერი 2023 13:25
1
მე მეპარება ეჭვი ამათმა ყაზახეთი ბარიერიც რო დაძლიონ
Las
11 სექტემბერი 2023 01:07
4
ვერაფერი ვერ გავიგე, სად ყაზახეთი და სად ევროპის ჩემპიონატი?
გეოგრაფიაში ვჭედავ თუ რა ხდება
სდ
11 სექტემბერი 2023 00:54
11
რეალურად ზუგდიდთან გადის ის გრძედი რაც ყოფს აზიას და ევროპას
Გიო
11 სექტემბერი 2023 05:10
3
გეოგრაფიის ცოდნა რად გინდა? გუგლში ხომ არ დაბლოკეს?
საქართველოს მხოლოდ 5% ევროპაა.
ყაზახეთის 15%.
აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის 0%, ესენიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.
ნიკი
11 სექტემბერი 2023 01:43
1
ვისი ბრალია მერე,მაკედონია-ბულგარეთის მიწვენის მერე ხვიჩას და ჟორჟის გარდა ყველამ რო მოუკლო ეს ფედერაციის ბრალია თუ სანიოლის?
ან ერთი ფეხბურთელი რო არ გამოჩნდა თუნდაც ეროვნული ლიგიდან ვისაც რამე შეუძლია ეს ვისი ბრალია?
თვითონ ფეხბურთელების ალბათ.
Levani
10 სექტემბერი 2023 23:11
5
Სანიოლის ნამუს რომ ჰქონდეს უნდა წავიდეს, მაგრამ მანდ რაღაც ჯიგრული პონტებია ფედერაციასთან.
Ნუზარი
10 სექტემბერი 2023 22:51
6
ყაზახეტი ტუ აქედან გავიდა აზერბაიჯანს ვხვდებიტ ბატონო სიმა
beso 70
10 სექტემბერი 2023 22:38
2
batono sima yazaxeti tu gavida aqedan mashin azerbaijans vxvdebit
beso 70
10 სექტემბერი 2023 22:26
2
Ჩვენებმა შავი სამკლაურებიც არ გაიკეთეს და წუთიერი დუმილითაც არ დაიწყეს დაიქცა გურია და ადამიანები დაიღუპა. Ყველაფერს ექცევა ყურადღება და როცა ერთ მუშტადა ყველა მაშინაა შედეგი. Აქ ყველა და ყველაფერი ცალ ცალკეა სამწუხაროდ და კი ვართ იქ სადაც ვართ.
Ქომაგი
10 სექტემბერი 2023 22:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული