შემადგენლობები საქართველოს ჯგუფშიც დასახელდა - ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების სია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ჩვენი მეტოქეების, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებების დამრიგებლებმაც დაასახელეს. ბოლო წლებში ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ამბობენ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინო, რადგან თანამედროვე სამყაროში მატჩების ყურება თუ სხვადასხვა პლატფორმაზე გამორჩეული მოთამაშეების გაცნობა მარტივია. ამას ვიზიარებთ, თუმცა გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი სეზონი იტალიაში. "კვარას" შესახებ ბევრმა იცოდა, სხვადასხვა კლუბის ინტერესის სფეროში ისე ვერ მოექცეოდა, მაგრამ ის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მეორე საკითხია, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელზე გადამწყვეტი შთაბეჭდილების მისაღებად
მისი დიდ ფორუმზე ხილვა და დაკვირვება მნიშვნელოვანია. ზაფხულში ასეთი ევროპირველობაა.

უცხოურ მედიაში ხშირად ნახავთ ვარაუდებს, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალი ტურნირის აღმოჩენა. Sportall.ge დღეს გესაუბრებათ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენი ჯგუფის ნაკრებებს წარმოადგენენ, მათ შორის, საქართველოსაც და რომელთაც ივნისიდან მეტად უნდა დავაკვირდეთ როგორც ქართველები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები. თუკი ავანსებს გაამართლებენ, დიდია შანსი, მომავალ სეზონში მათი კარიერა უკეთ წარიმართოს და ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერ კლუბშიც ვიხილოთ.

Sportall.Ge

ანტონიო სილვა (პორტუგალია)

41 წლის პეპე კვლავ ნაკრების შეუცვლელი ცენტრალური მცველია და ის გერმანიაშიც ასე იქნება, მაგრამ მისი ალტერნატივის საკითხი აუცილებლად დადგება. ასეთად, პირველ რიგში, "ბენფიკას" უკანახაზელი, 20 წლის ანტონიო სილვა უნდა დავასახელოთ.

მისი სრული სახელი ანტონიო ჟოაო პერეირა დე ალბუქერექე ტავარეს და სილვაა. სატრანფერო ფასი უკვე 44 მილიონი ევროა და თუ ლისაბონური გუნდიდან განხორციელებულ ტრანსფერებს გავიხსენებთ, რომელიმე გრანდში გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ანტონიო სილვა, თავისი ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი არაა, 187 სმ-ია და ამის კომპენსირებას სხვა უნარებით ახერხებს. თამაშის კარგი შეფასებითაც გამოირჩევა და ბურთთანაც "მეგობრობს". ანტონიოს 2022 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა მიეცა. თუკი პორტუგალიელებმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი მესამე ტურამდე, ანუ ჩვენთან შეხვედრამდე გაინაღდეს, დიდია შანსი, სილვამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, პეპეს კი დასვენების საშუალება მიეცეს. "ბენფიკას" მე-4 ნომერს სტანდარტული მდგომარეობის დროს უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან მას გატანაც ეხერხება.

Sportall.Ge

მატეი ჟურაჩეკი (ჩეხეთი)

"სლავიას" ნახევარმცველი 20 წლისაა და მარჯვენა ფლანგიდან ძალიან მწვავედ უტევს. შეუძლია როგორც გატანა, ასევე გოლისთვის შესაბამისი სიტუაციის შექმნა.
ჟურაჩეკს ჩეხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან გამორჩეული იყო, მოძრავიცაა და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ეროვნულში მისი დებიუტი ახლახან შედგა.

მატეის სატრანსფერო ფასი დღეისთვის 6 მილიონი ევროა, მაგრამ თუკი ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენს, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება. ევროტურნირებზე სტაბილური თამაში მისთვის მშვენიერი გამოცდილებაა, გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე საკმაოდ შორს გავიდა.

Sportall.Ge

კენან ილდიზი (თურქეთი)

მაშინ, როცა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი არდა გულერი მადრიდის "რეალში" გამოდის, თითქოს, პირველ რიგში, მასზე უნდა ისაუბრო, თუმცა "სამეფო კლუბის" წევრს ისედაც ბევრი გულშემატკივარი იცნობს, გარკვეულ დროს ვარსკვლავებით სავსე მადრიდშიც იღებს. თქვენს ყურადღებას "იუვენტუსის" 18 წლის ფორვარდ კენან ილდიზზე შევაჩერებთ.

ილდიზს ჯერ ცოტა დრო ეძლევა, ახლა "იუვეს" მთავარი დამრტყმელი ძალა ხომ ვლაჰოვიჩია. რაც შეეხება კენანს, მას ტექნიკა არ დაეწუნება და თუკი ევროზე შედეგიანობა ექნება, ახლანდელი კლუბიც უკეთესი თვალით შეხედავს და კარიერის გაგრძელების მეტად პერსპექტიული ვარიანტებიც ექნება, ვიდრე იტალიის მასშტაბით განათხოვრება შეიძლება იყოს.

გასული სეზონის დასაწყისში, 20 აგვისტოს, "უდინეზესთან" გასვლით მატჩი თურქის დებიუტი შედგა. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ალეგრის მასზე ჰკითხეს, ტოსკანელმა კი ასე უპასუხა - "ძალიან ხშირად ისწორებდა თმას და აუცილებლად უნდა შეიჭრას". მეორე დღესვე ილდოზმა მწვრთნელს მესიჯი გაუგზავნა: "ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა! ვაპირებ გავაკეთო ის, რაც თქვენ თქვით, რადგან მთავარი მწვრთნელი ხართ." მასიმილიანომ შემდეგ განაცხადა, რომ კენანი ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ისმენს.

ილდიზი რეგენსბურგშია დაბადებული, გერმანელი დედისა და თურქი მამის ოჯახში. მან აღიარა, რომ ფეხბურთის სწავლა YouTube-ის მეშვეობით დაიწყო, თავდაპირველად კი მიუნხენის "ბაიერნის" აკადმიაში ვარჯიშობდა.

Sportall.Ge

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო)

საქართველოს ნაკრებში როგორც ვეტერანები, ასევე პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობენ. იმედია, ევროპირველობის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გამოვლენ. უკვე საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავს იტალიაში და მათ პროგრესს ველით. ევროპის ჩემპიონატის აუდიტორიას გიორგი ქოჩორაშვილზე დაკვირვებას განსაკუთრებით ვთავაზობთ.

ქოჩორაშვილი 24 წლისაა. ის კარგად ფლობს ბურთს, მაგრამ ე.წ. შავი სამუშაოს შესრულებაც მშვენივრად შეუძლია. გიორგი თამამი და ენერგიულია, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. მას ესპანურ "ლევანტესთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. ვალენსიელებს "ლა ლიგაში" დაწინაურება უჭირთ. "ქოჩორას" არაერთი გუნდი უნდა აკვირდებოდეს და გერმანიაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს!..

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altგადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

მკითხველის კომენტარები / 32 /
რაღაც მგონია,რომ ქოჩორაშვილი ცოტათი გადაფასებულია ჩვენს მიერ.შუა გულ ევროპაში თამაშობს და არ გამორჩებოდა ის იქაურ სკაუტებს,რომ ასეთი მაღალი დონის იყოს.ერთადერთი, მშრომელი ბიჭია,მოედანზე სულ აქტიურია,მონდომებული,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი ყველა ასპექტში.მე არ ველოდები,რომ ჩვენები სასწაულებს იზამენ და თავს განსაკუთრებულად გამოიჩენენ.ეს უმაღლესი დონის ტურნირია და მეტოქეები არ მისცემენ უბრალოდ ამის საშუალებას,ძალიან ხისტი ფეხბურთიც იქნება.ერთი ქულაც რომ ავიღოთ,ისტორიული შედეგი იქნება.
მირო
29 მაისი 2024 11:20
8
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო,გიორგი ქოჩორაშვილი,მაგრამ უკვე მაშინვე აუყვა ტრავმების ეპიდემია და ამ სეზონამდე მოჰყვა.ამ სეზონშიც ჰქონდა ტრავმები,მაგრამ ნაკლებად სერიოზული და მეტ ნაკლებად,თამაშს მაინც ახერხებდა.შედეგმაც არ დაახანა.ტრავმები რომ არა,უკვე დიდი ხანია,ნაკრების შეუცვლელი საყრდენი ნახევარმცველი იქნებოდა და კლუბიც გაცილებით უკეთესი ექნებოდა.
სოსო
29 მაისი 2024 23:41
0
ფეხნურთელებმაც გულშემატკივრებმაც ყველამ ერთად უნდა გემიჯნონ პოლიტიკას ფეხბურთს მიხედონ და ამ დიდი ტურნირისთვის მოემზადონ საქართველოსთვის და თავიანთი კარიერისთვის რადგან კარგ კლუბებში მოხვდნენ ამაზე უნდა იფიქრონ და მაგრად მოემზადონ.დაანებონ ყველამ თავი ფეხბურთელებს სიბინძურეში ნუ ჩაითრევენ ბოროტი ძალები ფეხბურთელებს დაცვა ჭირდებათ ასეთი ხალხისგან და თვითონაც უნდა გაემიჯნონ მათ.
ქომაგი
23 აპრილი 2024 03:11
14
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო ნათქვამია, ჩვენმა სპორტსმენებმა ერთი რამე უნდა ისწავლონ რომ სანამ აქტიურ სპორტში არიან პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთო, არა აქვს მნიშვნელობა ვის უჭერ მხარს. კარიერას რომ დაამთავრებ მერე რამდენიც გინდა იაქტიურე, ევროპაშია ჩვენი ადგილიო, რაის ევროპა, სადაც ვართ იქიდან კიდევ აღმოსავლეთით უნდა გადაგვწიონ მონღოლეთამდე, ადამიანს სიტყვა ვერ უთქვამს ყვავებივით ესევიან, ნაცი იძახის ქოციაო, ქოცი იძახის გახარიასიაო, გახარია იძახის გირჩისიაო, გირჩმა კიდე მე სულ ერთ ადგილზე მკიდია ყველაო, მოსაწევი მქონდესო. ჩვენისთანა ბედნიერი არის კიდევ სადმე ერი))))
მამუკა
11 აპრილი 2024 07:19
19
ქოჩორაშვილიზე როგორ წერთ ეგ კიკინებიანი ნაცია.ეტყობა მიხოს სიაში არის…
!!
10 აპრილი 2024 23:03
60
კარგად ვიცი,ვინც არიან და ამიტომ,ნაცების ატანა არ მაქვს.გიორგი ასანიძე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ნაცების სიით,პარლამენტის წევრი გახდა.მერე?თავისი სახელი და ავტორიტეტი,ძალოსნობის წამოსაწევად გამოიყენა,მერე კი,მწვრთნელად წავიდა და ბრწყინვალე მუშაობით,უამრავი სიხარული აჩუქა საქართველოს.ან მაშინ იყო,მოღალატე და ან ახლაა?ნეტავი მრავლად გვყავდნენ და ჩემი თავი ენაცვალოთ,ასეთ ნაცსაც,ქოცსაც და უპარტიოსაც.ბუბა(ვახტანგ)კიკაბიძც ნაცი იყო,მაგრამ მღეროდა."კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო".ძალიან ცოტანი ვართ,ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და პარტიული კი არა,ეროვნული ინტერესებით უნდა ვიცხოვროთ პოზიციამაც და ოპოზიციამაც.დემოკრატია,იმითაა კარგი,რომ ჯერ დაობენ,კამათობენ,მაგრამ როცა ხმების უმრავლესობით,რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებენ,მერე,ყველა ერთობლივად იწყებენ.გადაწყვეტილების შესრულებას.ეს,სადაც დემოკრატიაა,თორემ ჩვენთან,ოპოზიცია ყველაფერს კადრულობს,რომ პოზიციას კარგის,არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს და არც პოზიციაა,მათზე ძალიან წინ.არ არის,ჩვენთან დემოკრატია,არც საქართველოა დღეს თავისუფალი და ნუ მოვიტყუებთ თავს.თავისუფალ ქვეყანას,ასე ადვილად თითის ქნევას და მუშტის ბრახუნს ვერავინ დაუწყებს,რადგან კარგად იცის,რომ თავისუფალი ქვეყანა,თავს არავის დაუხრის და სხვისი ინტერესების გამო,თავისიას არ აზარალებს.სწორედ ასე იქცეოდა ისრაელი,რომელმაც პალესტინის საკითხზე,ასობით გაეროს გადაწყვეტილება გაატარა,ყურიდან ყურში,მხოლოდ იმიტომ,რომ ეს დადგენილებები,ისრაელის სახელმწიფოს რაღაც საფრთხეებს უქმნიდა.იცოდნენ,რომ ერთი დათმობა,სისუსტის ნიშნად იქნებოდა მიღებული და უფრო მეტად მიაწვებოდნენ,მტრები და ნამეტანი დემოკრატები.ისრაელი პირიქით იქცეოდა,მტრის დარტყმას,ათმაგი და ასმაგი ძალით პასუხობდა და დღესაც ასე იქცევა.მათაც ბევრი ცოდვა ბრალი დაატრიალეს,მაგრამ პრინციპულად არ ცვლიან ქცევის მოდელს.ისევ იმის გამო,რომ არავის ეგონოს,დასუსტდნენო.ქვეყანა ერთადაა შეკრული და მართალია,თვითონაც მტკივნეულ დარტყმებს იღებს,მაგრამ არც თვითონ ზოგავენ,ვინმეს.ცუდია?რა თქმა უნდა ძალიან ცუდია,მაგრამ მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ახლა ომის დროა და მთელი ქვეყანა ომობს.დადგება მშვიდობა და ისევ ერთიანად აღადგენენ,ომით დაქცეულს.ეს არის,მათი ძალა.
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს,ვინც მისი ბოლო ორი თამაში ნახა,საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში,თუ ჭკუა აქვს,უკვე დღესვე, ჩუმად უნდა აწარმოებდეს მასთან მოლაპარაკებებს,თავის კლუბში წასაყვანად.მან უკვე აჩვენა,რა შეუძლია და სანამ ჯერ კიდევ იაფი ღირს,მანამდე უნდა წაიყვანოს რომელიმე ძლიერმა კლუბმა.სეგუნდაში მისი დატოვება,აღარ შეიძლება.
სოსო
12 აპრილი 2024 22:00
3
ფსიქიატრს გაესინჯე!
!!-s
12 აპრილი 2024 00:56
5
ყველა გამოხმაურება
გიორგი ქოჩორაშვილმა, რასაც უკვე მიაღწია, თავისი შრომით, ჩემთვის ეს აარის დასაფასებელი. მეც მაქვს პოლიტიკურად ჩემი სიმპატია, ან ანტიპატია, მაგრამ მერე რა? ღმერთმა ნუ ქნას ყველა ერთნაირად ფიქრობდეს. ეს ბიჭი, როცა ნაკრების მაისური აცვია ნამდვილი მებრძოლია თავისი ქვეყნის, ესაა ჩემთვის უპირველესი, დანარჩენი არ მაინტერესებს, თავისი საქმის თვითონ იცის.
დიდება საქართველოს!
ლევანი
10 აპრილი 2024 21:57
4
ძმებო რა ნაცი რის ქოცი. ყველანი ერთად ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივი ვცეთ ერთმანეთს. ფეხბურთში მაინც ნუ გავრევთ პოლიტიკას. თუმცა წარსულიც კარგად გვახსოვდეს და უსამშობლოებს ნუ მიუშვებთ ხელისუფლების სათავეში. ქართულ ფეხბურთს და ქართულ სახელმწიფოს ქართული მმართველობა
ლექსო
10 აპრილი 2024 21:52
0
ყოჩაღ კალაძეს რა მაგრა თქვა:(( დაავიწყდა მაგაზე რას ამბობდნენ?
ბიჭმა ერთი ჩვეულებრივი სურათი დადო და ქოცებმა ვაკხანალია მოაწყვეს!
Gogi
10 აპრილი 2024 21:03
9
ხო მარა მაგას პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა
რამონ
10 აპრილი 2024 20:32
29
ფედერაციის მესვეურებს თუ ჭკუა აქვთ არაბიძე ევროპაზე უნდა წაიყვანონ.გიო ნაკრების ჯოკერი გახდება
ჯარჯი
10 აპრილი 2024 19:24
10
"ქოჩორას" ფეხბურთში ვუსურვებ კალაძის მსგავს კარიერას... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
10 აპრილი 2024 18:18
1
რა შუაშია ორი ავტოგოლი? ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია.
,,ჰაჰაჰა" -ს
11 აპრილი 2024 10:44
6
რატომ კალაძის? თავის კარში რომ ბურთები ყაროს საეჭვო ვითარებაში? თუ სურვილია ვინმე მისი ამპლუის (ნახევარმცველია თუ არ იცი)და ღირსეული ტიპის, მაგალითად ზიდანის ან ჩავის, ან სხვა მსოფლიო ჩემპიონის კარიერა უსურვე. კალაძე არა ტოროლა...
ჰაჰაჰა
11 აპრილი 2024 10:22
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული