ევრო 2024. ესპანეთში საუკეთესო მამარდაშვილი - ყველაზე პროგრესირებადი და სახელოვანი მეკარეები

AutoSharing Option
დიდი ფორუმების წინ ყოველთვის არაერთი სახის სტატია იწერება, რომლებიც მომავალი ტურნირის ფეხბურთელებზე ავანსად გვესაუბრება. ახლა საშუალება გვაქვს, ამ პროცესთან ახლოს ვიყოთ, თავადაც აქტიურად ჩავერთოთ და მხოლოდ იმას არ დავაკვირდეთ, უცხოური მედია რას გვთავაზობს. Sportall.ge დღეს წარმოგიდგენთ სამ მეკარეს, რომელთაც ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ, ჯერ პატარა ასაკში არიან და ევროპის ჩემპიონატზე მათი თამაში დაკვირვებას იმსახურებს, ბოლოს კი ყველაზე სახელოვნებსაც შეგახსენებთ...

Sportall.Ge

ბარტ ვერბრუგენი (ნიდერლანდები)

გასულ ზაფხულს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების ნაკრებს ძალიან მაგარი გოლი რომ გაუტანა, მათ კარს მაშინ
"ანდერლეხტის" მეკარე ბარტ ვერბრუგენი იცავდა. ამის შემდეგ ბარტს სერიოზული პროგრესი აქვს და 21 წლის კიპერი უკვე ეროვნული გუნდისა და ინგლისური "ბრაიტონის" შეუცვლელი წევრია.

ვერბრუგენი, რომელიც 194 სმ-ია, კარიერას "ბრედაში" იწყებდა, რასაც ბელგიურ "ანდერლეხტში" ტრანსფერი მოჰყვა. ბრაიტონელები წელს ბევრ უშვებენ, მაგრამ ამაში მეკარის დადანაშულება სწორი არ იქნება, დე ძერბის გუნდს ბალანსის პრობლემა აქვს. ნიდერლანდელებს პრემიერლიგაში კიდევ ერთი კიპერი ჰყავთ, 30 წლის მარკ ფლეკენი "ბრენტფორდის" ღირსებას იცავს.

ვერბრუგენის სატრანსფერო ფასი 14.9 მილიონია. ნიდერლანდელების ჯგუფში საფრანგეთი, რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი და ავსტრია არიან.

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილი (საქართველო)

"ვალენსიას" კიპერს მართლაც ხელშესახები წინსვლა აქვს და პრობლემურ ასპექტებში ყოველდღიურად უკეთესი ხდება. მაგალითად, ასეთი პენალტების ვერმოგერება იყო, მაგრამ ამ მხრივ "მამარდას" სერიოზული წარმატება აშკარაა. ისე გამოჩნდა, მის მიმართ უკვე ერთგვარი რიდიც გააჩნიათ, რაც თერთმეტმეტრიანის დამრტყმელს საქმეს ურთულებს. ქართველის კლუბი წერს, რომ მათი მეკარე საუკეთესოა. Opta-ს მონაცემებით, მიმდინარე ჩემპიონატის 35 ტურში "ვალენსიას" კარისკენ 131-ჯერ დაარტყეს, მათგან მამარდაშვილმა მხოლოდ 34 ბურთი (ავტოგოლების გამოკლებით) გაუშვა – "ღამურების" მეკარემ საშუალოდ ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერია.

გიორგი 23 წლისაა და 197 სმ სიმაღლის (სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევრო). კარიერას ის "გაგრაში" იწყებდა, რასაც თბილისის "დინამო" მოჰყვა, რომელმაც ჯერ "რუსთავში", შემდეგ კი "ლოკომოტივში" გაანათხოვრა. ამ უკანასკნელის რიგებში ევროპა ლიგაზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ ის ესპანურმა "ვალენსიამ" თითქოს სათადარიგო კიპერად გადაიბირა, მაგრამ მალევე გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა, რომელმაც ამ მაჩვენებლითაც რეკორდი დაამყარა და გოლგაუშვებელი მატჩებიც ამ სეზონში 13 დაუგროვდა.

საქართველოს ნაკრები ევროზე აუტსაიდერის სტატუსითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილს ცოტა საქმე არ უნდა ჰქონდეს. მისი დამაჯერებელი თამაში ქართველ გულშემატკივრებს პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან დამატებით იმედს აძლევს.

Sportall.Ge

ანდრეი ლუნინი (უკრაინა)

ისეთი კლუბის მეკარის, როგორიც მადრიდის "რეალია", პროგრესირებადებს შორის განხილვა ცოტა უხერხულიც კია, მაგრამ რომ არა კურტუას ტრავმა, არავინ იცის, ლუნინს შანსი რამდენად მიეცემოდა, კეპასთან კონკურენცია კი დიდებული თამაშით დაძლია. 25 წლის კარის დარაჯს პრობლემებიც აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისგან" გაშვებული ჯარიმა ამაზე მეტყველებს, მაგრამ ასე საჭირო ინტენსივობას, გამოცდილებასა და წნეხს ანდრეი ახლა იღებს.

191 სმ ლუნინი ჯერ "მეტალისტსა" და "დნიპროში" თამაშობდა, "სამეფო კლუბში" კი ლუგანსკის "ზარიადან" მოხვდა. მისი სატრანსფერო ფასი ახლა 16 მილიონი ევროა. უკრაინელებს ჯგუფში რუმინეთი, სლოვაკეთი და ბელგია ჰყავთ.

ევრო 2024-ის ყველაზე სახელოვანი მეკარეების ხუთეული: ნოიერი (გერმანია), დონარუმა (იტალია), ობლაკი (სლოვენია), შჩესნი (პოლონეთი), მენიო (საფრანგეთი).

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლაც, ზოგიერთი საიტი, გვარს არ დავასახელებ, ასეთ სტატიას ნახავს სადღაც ჭ კლასის უცხოურ გვერდზე და დიდი სიამოვნებით გვაცნობს, მამარდა დაასახელესო. დაჯექი და შენ დაწერე, ვინ გიშლის, მარა უცხოს და საუცხოოს თემაა
ვეხმაურები ხალხს
13:39 16-04-2024
7
საქართველოში არ მგონია თავი. მართლა ისეთი სტატიებია ნაკრებზე, იქეთ თარგმნონ, ჩვენ რომ ყველაფერს ვაქართულებთ
ზვიადი
12:42 16-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული