"დასაჯეთ ეს ორი ნაკრები!" - სერბებმა UEFA-ს მიმართეს და ევრო 2024-დან მოხსნა არ გამორიცხეს

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ UEFA-ს მიმართა და ისინი ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების დასჯას მოითხოვენ.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა იოვან სურბატოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ნაკრებმა შესაძლოა უარი თქვას ევრო 2024-ში მონაწილეობაზე, თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მათ ნათქვამს არ შეისმენს.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს ინგლისთან მატჩში მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ სლოვენიას დავამარცხებთ. რაც მოხდა, აღმაშფოთებელია და ჩვენ მოვითხოვთ უეფასგან სანქციების დაწესებას ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ეს ტურნირზე თამაშზე უარის თქმას გულისხმობდეს", - ნათქვამია სურბატოვიჩის
განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ხორვატიისა და ალბანეთის გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, ორივე ქვეყნის ფანები სკანდირებდნენ - "დახოცეთ სერბები".
მკითხველის კომენტარები / 52 /
https://www.youtube.com/watch?v=K7L-MzPr6kY&t=0s
ეს იმ უცოდინართათვის, რომლებსაც წარმოდგენა არ გააჩნიათ საკითხზე, რომელზეც საუბრობენ....:)
აბა, ყველანი ვუსმენთ მსოფლიო პოლიტიკოსს, რომელმაც საქართველო სნგ-ში შეათრია და რომლის გაზრდილი ლეკვები დღესაც წარმატებით აგრძელებენ დიდი მასწავლებლის გზას, რომელსაც ბევრნი ბრმად მიჰყვებით....
ტატო
21 ივნისი 2024 18:32
4
სერბები იგივეა იუგოსლავიის დანარჩენი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენთვის რუსები. ანუ ოკუპანტები და მტრები. რასაც რუსეთი ახლა უკეთებს უკრაინას ან რაც ჩვენ გვიქნა, იგივე დამართა სერბეთმა იუგოსლავიის სხვა ხალხებს.

ზუსტად ამიტომ უჭერენ მხარს ერთმანეთს და აქ მართლმადიდებლობა არაფერ შუაშია.
ან ვის შეუძლია თქვას უკრაინელი ბავშვების დამხოცავი რაკეტების მაკურთხებელი გარეწარი ე.წ. სასულიერო პირი მართლმადიდებელია ან საერთოდ ქრისტიანი?.

რუსები არიან სექტა და ძალიან მალე დედა ეტირებათ. ისევე როგორც ყველა მათ მაქებელ ორჯონიკიძეებს საქართველოში.
dd
23 ივნისი 2024 14:41
3
ვერ ვიტან პრორუს და შოვინისტ სერბებს,არც სერბებს უყვართ ქართველები!!
!!
20 ივნისი 2024 21:07
37
სერბებმა იციან რომ დანიას ვერ მოუგებენ და მაინც სახლში წასვლა მოუწევთ.
NATO-ს მიერ ბელგრადის დაბომბვისას გამიჩნდა ამერიკელების მიმართ პირველი წყრომა და ინგლისური ენის სწავლაც მაშინ შევაჩერე.
ჯერ კიდევ კომუნიზმის ეპოქაში, ბელგრადის გაზეთები სავსე იყო ალბანელების მიმართ დამცინავი სტატიებით, როგორც ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი და გაუნათლებელი სახელმწიფოსი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა სოციალუსტური ბანაკში შედიოდა. იმჟამინდელი დიდი იუგოსლავიის ჩემპიონატშიც ბელგრადის გუნდებისა და ზაგრების დინამოს(სწორედ ისინი იბრძოდნენ ყოველთვის ჩემპიონობისთვის) ფანებს შორის არაერთხელ მომხდარა სისხლიანი შეტაკებები.
თუმცა აქ, ამ სიტუაციაში ყველაფერს პოლიტიკას ნუ მივაწერთ. ამ ერებს შორის სიძულვილს ეს ჩემპიონატი ვერ მოაგვარებს
სტალინი
21 ივნისი 2024 11:55
1
სერბებს გენოციდი არ მოუწყვიათო, ერთმა განათლებულმა ბრძანა, აბა რვა ათასი მუსლიმი, ჰოლანდიელი ცისფერჩაფხუტიანები რომ იცავდნენ, მე დავხოცე? თუ ამერიკელმა მასონებმა?
ბადრი
20 ივნისი 2024 17:54
20
რომელ ისტორიაზე ამბობ, გენოციდი რო მოუწყვეს ოკუპირებულ ერებს?
Gia
20 ივნისი 2024 15:06
25
ტატო რუსული ნარატივის გამტარებელია , ასეთები ყველა ხალხმრავალ აუდიტორიას იყენებენ
მარიამ
21 ივნისი 2024 08:13
15
მარიამ, წინა კომენტარებში ავღნიშნე და შენთვის ცალკე დავწერ---- წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმას ვერ ახერხებთ ზოგიერთები ან ახერხებთ, მაგრამ არგუმენტების არქონის გამო მოქმედებთ პრინციპით---დააბრალე, ცილი დასწამე და გადაიყვანე თავისმართლების რეჟიმში...
არ მოქმედებს ეგ პრინციპი მოაზროვნე ადამიანზე:)
ტატო
21 ივნისი 2024 11:08
2
სერბები რუსი ნეონაცისტების ბრატიშკებია. ალბანელებს შავები და დაბლები ხართო დაცინიან და ნეტა ვინმეს ხომ არ გაგონებთ? თუ რომ შეხვდებით ეტყვით მი ჟე პრავასლავნიე ბრატია სერბი არა ცავატანემ ჯანაა :))) LOL
garegin meore
20 ივნისი 2024 16:00
20
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02KfYGw4peaEPpG8omNCcjs1r5uAUVkuq5mSb8USMcY97Xh6XvAVB52Ye6uw82nyM2l&id=100087734808070

kkk
20 ივნისი 2024 17:57
3

სიახლეები პოპულარული