E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

ორივე მატჩი ფრედ დასრულდა: სლოვაკეთი-რუმინეთი 1:1 და უკრაინა-ბელგია 0:0.

შედეგად, ყველა გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი პოზიცია რუმინეთმა დაიკავა, მეორე - ბელგიამ, მესამე - სლოვაკეთმა, ხოლო მეოთხე - უკრაინამ.

პირველი სამი გუნდი პლეი-ოფში გავიდა, უკრაინა კი ჯგუფში ჩარჩა. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 4 ქულით ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა.

ფრანკფურტი. „ფრანკფურტ არენა“
სლოვაკეთი - რუმინეთი 1:1
გოლები: 1:0 დუდა (24), 1:1 მარინი
(37, პენ)

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“
უკრაინა - ბელგია 0:0

ბელგია მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

altბელგიამ რუმინეთს მოუგო - E ჯგუფში რთული სიტუაციაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისაც გინდათ იმას შევხვდეთ ... მერვედფინალში
სხვა
27 ივნისი 2024 00:00
0
მესამე ადგილზე რომ გავიდეთ ასეთ შემთხვევაში რომელ ნაკრებს შევხვდებით?
დარსალია
26 ივნისი 2024 22:26
0
ესპანეთს
ლა მასია
26 ივნისი 2024 22:52
0
იდეალური იქნება თუ ჩეხეთი მოუგებს თურქეთს ჩვენ პორტუგალიას ორი ბურთით ასეთ შემთხვევაში გავალთ მეორეზე და შევხვდებით ავსტრიას თუ არადა მესამე ადგილით ესპანეთს შევხვდებით.
სალო
26 ივნისი 2024 22:36
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული